კომპიუტერის დახმარებით ადამიანი დღეს ისეთ ამოცანებს ასრულებს, რომელთა შესრულებაც ადრე წარმოუდგენელი იყო. შეგვიძლია გამოვცადოთ ავტომობილი ან თვითმფრინავი მათ აგებამდეც კი, შეგვიძლია ვირტუალური რეალობის გამოყენებით წარმოსახვითი სამყაროს შექმნა დღეს კომპიუტერული ტექნოლოგია ძალიან სწრაფად იცვლება, მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ იყო.
პირველი კომპიუტერები მე-19 საუკუნეში გამოიგონეს. ეს კომპიუტერები გამოთვლებს მექანიკურად, უამრავი კბილანისა და ბორბლის მეშვეობით აწარმოებდნენ. ელექტრონული კომპიუტერები მე-20 საუკუნის 40-იან წლებში შეიქმნა. ეს უზარმაზარი დანადგარები იყო. ,,ენიაკი”, რომელიც 1946 წელს შეიქმნა დაახლოებით ნახევარ ტონას იწონიდა.
ინფორმაციის დასამუშავებლად კომპიუტერები ელექტრონულ სიგნალებს იყენებენ. ძველ კომპიუტერებს, მაგალითად როგორიც იყო ,,ენიაკი”, ათასობით დიდი ელექტრონული ლამპა ჰქონდა, რომელთა ჩართვა და გამორთვა ელექტრონულ სიგნალებს გამოყოფდა. 1947 წელს გამოიგონეს ბევრად უფრო მცირე ზომის გადამრთველი, ე.წ. ტრანზისტორი. ამ გამოგონებამ კომპიუტერების ზომა შეამცირა.
1958 წელს ამერიკელმა მეცნიერმა ჯეკ ქილბიმ გამოიგონა მიკროჩიპი, რომელიც მრავალ ტრანზისტორს შეიცავს. მიკროჩიპების გამოგონებამ შესაძლებელი გახადა ბევრად უფრო მცირე ზომის და უფრო ძლიერი კომპიუტერების შექმნა.
1975 წელს გასაყიდად გამოუშვეს პირველი მცირე ზომის საშინაო კომპიუტერი ,,ალტაირი”. მფლობელს ის დაშლილი სახით უნდა ეყიდა და შინ მიტანის შემდეგ უნდა აეწყო. თანამედროვე კომპიუტერების უმრავლესობა პერსონალური კომპიუტერის ტიპისაა. ამ ტიპის პირველი კომპიუტერები 1981 წელს შექმნეს.
ინტერნეტის შექმნის შედეგად მფოფლიო კომპიუტერების ერთ ქსელში ჩართვა გახდა შესაძლებელი. ინტერნეტი შეიქმნა საინფორმაციო ქსელის ,,არფანეტის” საფუძველზე, რომლიც 1969 წელს შეერთებული შტატების შეიარაღებულმა ძალებმა შექმნეს.
ინტერნეტის შექმნის შედეგად მფოფლიო კომპიუტერების ერთ ქსელში ჩართვა გახდა შესაძლებელი. ინტერნეტი შეიქმნა საინფორმაციო ქსელის ,,არფანეტის” საფუძველზე, რომლიც 1969 წელს შეერთებული შტატების შეიარაღებულმა ძალებმა შექმნეს.
No comments:
Post a Comment