Wednesday, February 27, 2013

5 პროდუქტი რომელიც ტვინს მუშაობაში ეხმარება



image1 ყავა
ერთი ფინჯანი ყავა, დაგეხმარება ტვინის უკეთესად მუშაობაში. ეს იმიტომ რომ კოფეინი აუმჯობესებს მოკლევადიან მეხსიერებას და სიჩქარის რეაქციას. კვლევებმა ასევე უჩვენეს, რომ კოფეინმა შეამცირა ალცჰეიმერის დაავადების რისკი. თუმცა გაითვალისწინე, რომ კოფეინის გადამეტებულმა მიღებამ შეიძლება გაგხადოს ნერვული და გულფიცხი.
image


2 თხილი და თხილეული
თხილი არის ვიტამინი E–ს უხვი წყარო. მას შეუძლია მეხსირების გაუმჯობესება. ტვინის უფრო ეფექტურად ფუნქციონირებაში დაგეხმარებათ ნუში, თხილი, ნიგოზი და მიწის თხილი. თხილი ასევე ამცირებს გულ–სისხლძარღვთა დაავადებების რისკს.

image
3 მოცვი
პატარა, მაგრამ ყოვლისშემძე მოცვი ეხმარება დაიცვას ტვინის უჯრედები სტრესისგან. მას შეუძლია შეამციროს დემენციას ეფექტი. დადგინდა, რომ მოცვს შეუძლია მკვეთრად გააუმჯობესოს სწავლის და დამახსოვრების შესაძლებლობები. image


4. ავოკადო
ავოკადო მდიდარია უამრავი ვიტამინებით. ავოკადო ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას, რაც ეხმარება ყველა ორგანოს, განსაკუთრებით კი ტვინს. ავოკადოს შეუძლია მაღალი არტერიული წნევის დაწევა, მაღალმა არტერიულმა წნევამ შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს გონებრივ შესაძლებლობებს. ავოკადო ასევე ამცირებს გულის–სისხლძარღვთა დავადებების რიკს და ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში.
image


5. მარცვლეული
ისეთი მარცვლეული როგორიცაა შვრია, ყავისფერი ბრინჯი, ქერი და ხორბალის მარცვალი, შეუძლიათ ტვინის ფუნქციების გაუმჯობესება. დაუმუშავებელი მარცვლეული შეიცავს უფრო მეტს ნატრიენტებს ვიდრე დაფქული და გადამუშავებული. მაგალითად ვიტამინი E და ანტიოქსიდანტები რომელიც აუმჯობესებს ტვინის უჯრედების ფუნქციონირებას.

Saturday, February 16, 2013

Thursday, February 14, 2013

ალკოჰოლი და ზოდიაქო


ალკოჰოლი და ზოდიაქო
ვერძი - ეს ადამიანი ალკოჰოლის მიღების გარეშე იმპულსური, დაუფიქრებელი, ზოგჯერ უტაქტო და აგრესიულიც კია, ხოლო თუ ის ნასვამია, მაშინ თქვენს წინაშე უკვე საკმაოდ საშიში სიტუაცია მწიფდება. ვერძს სიფრთხილე მართებს ალკოჰოლის მიღებისას და უნდა შეეცადოს არ გადააჭარბოს, რადგან ამან მოსალოდნელია დაძაბული და კონფლიქტური სიტუაციების შექმნას შეუყოს ხელი. იმის მიუხედავად, რომ ვერძს მაგარი სასმელები ვნებს (მას განსაკუთრებით კუჭისა და თირკმელების პრობლემები ექმნება ხოლმე), ის უპირატესობას მაინც ასეთ სასმელს ანიჭებს - ვისკი და კონიაკი მისი საყვარელი ალკოჰოლური სასმელია. ვერძს უყვარს დინამიურობა, სისწრაფე, აზარტულია და როდესაც ის ნასვამია, არც თუ იშვიათად მანქანით სწრაფად გასეირნება უნდება, რაც ბუნებრივია ავარიულ სიტუაციებს ერთი-ორად ზრდის. სხვათა შორის ვერძის სუსტი წერტილი თავია, ამიტომ, არც თუ იშვიათად ნასვამი ვერძი ტრავმებს სწორედ თავის მიდამოებში იღებს. მისთვის ყველაზე სასიკეთო წითელი ღვინოს მიღებაა.

კურო - ამ ნიშნით დაბადებული ადამიანი ალკოჰოლის მიღებისას მთელ ზოდიაქოში ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი ნიშანია. მას შეუძლია შესანიშნავი რომანტიკული საღამო გაჩუქოთ, ამასთან არც დახარჯულ ფულზე იწუწუნოს, თუმცა ეს ნუ მოგატყუებთ. არ გირჩევთ კუროს სასმელის მიღების შემდეგ საქმეები ურჩიოთ და საკუთარ ჩვევებზე უარის თქმა მოსთხოვოთ. კურო დიახაც რომ მომთმენია, თუმცა თუ მოთმინებამ უღალატა, მაშინ თქვენ ტორნადოში მოხვედრის კარგი პერსპექტივა გიჩნდებათ. გაიხსენეთ, კურო ხარია და ასე რომ, ხარის წინ წითელი ნაჭრის ფრიალს ნუ მოჰყვებით. ალკოჰოლური სასმელებიდან კურო, ისევე როგორც ლომი უფრო... მაღალფასიანს ანიჭებს უპირატესობას, რადგან თვლის, რომ ძვირი ავტომატურად ხარისხს გულისხმობს. კუროს სუსტი წერტილი ყელია, ამიტომ, ალკოჰოლის გადაჭარბებულად მიღებას განსაკუთრებით ის კურო უნდა მოერიდოს, რომლის პროფესია და საქმიანობა ხმასთან არის დაკავშირებული (მაგალითად, მომღერალი, დიქტორი და ა. შ.). კუროსთვის ასევე არ არის რეკომენდებული ლუდის გადაჭარბებული მიღება, რადგან მიდრეკილია წონის მომატებისადმი, ამიტომ, ეს მომენტი ყურადღებას ითხოვს.

ტყუპი – საერთოდ ტყუპის ნიშნით დაბადებული ადამიანი ალკოჰოლის დიდი მოყვარული არ არის, თუმცა არც ახლობელი ადამიანების წრეში ის არასდროს იტყვის უარს რამოდენიმე ჭიქა სასმელზე. მას სიმთვრალე ადვილად ემჩნევა და პირველი რაც მის სიმთვრალეს ამტკიცებს ეს არის გაუთავებელი და ხმამაღალი ლაპარაკი ჟესტიკულაციის თანხლებით (ამავე დროს ის საუბრის დროს არცთუ ცოტა შეცდომას უშვებს). ნასვამი ტყუპი თავგადასავლებს ეძებს და სწორედ ამ დროს უჩნდება მოგზაურობის, უფრო სწორად კი ხეტიალის სურვილი, ეს კი ტყუპისთვის არცთუ სასიამოვნოდ სრულდება ხოლმე, ამიტომ, ამ ადამიანმა ალკოჰოლის მიღების დროს რაც შეიძლება ნაკლები უნდა ისაუბროს და იხეტიალოს. ეს ნიშანი აგრესიულობით არ გამოირჩევა და კინკლაობის ან ჩხუბის მოთავედ თითქმის არასდროს გვევლინება. სხვათა შორის ზომიერად ნატურალური ღვინის მიღება ტყუპის ნიშნით დაბადებული ადამიანს ორგანიზმში მიკროელემენტების აღდგენაში ეხმარება. მისთვის ყველაზე მეტად სასარგებლოა მშრალი და ასევე მუსკატის ღვინო.

კირჩხიბი – ისევე როგორც კუროს და ლომის, ისე კირჩხიბის ნიშნით დაბადებული ადამიანი გურმანია და გემოვნებით არჩევს როგორც საკვებს, ისე ალკოჰოლურ სასმელს. კირჩხიბის სუსტი წერტილი კუჭია და არც თუ იშვიათად მას ალკოჰოლის მიღების შემდეგ კუჭის მომატებული მჟავიანობა აწუხებს ხოლმე, ამიტომ, მან ამ ფაქტს ყურადღება უნდა მიაქციოს. კიდევ ერთი მომენტი რაც კირჩხიბისა და ალკოჰოლის ურთიერთობებს შეეხება ის არის, რომ ნასვამი კირჩხიბი აგრესიული კი არა, დეპრესიული ხდება და სწორედ მაშინ ახსენდება ვინმემ თუ რამე აწყენინა და ამის გამო აპათიაში ვარდება ხოლმე _ ამას კირჩხიბის მომატებული მგრძნობიარობა ახდენს, ამასთან კირჩხიბმა არ უნდა მიიღოს ალკოჰოლი ახალ და სავსემთვარეობის დროს, რადგან ამ ნიშანს სწორედ მთვარე მართავს და ამ დროს კირჩხიბის ემოციური სისტემა დაძაბულია. კირჩხიბისთვის მისაღები უფრო რბილი ალკოჰოლური სასმელია მისაღები, შესაძლოა, ეს სამკურნალო მცენარეებზე დაყენებული ლიქიორი იყოს, რომელიც შესანიშნავი გემოთი და არომატით გამოირჩევა.

ლომი – რაც შეეხება ლომის ნიშნით დაბადებული ადამიანს, ის საერთოდ, არამც თუ ალკოჰოლს, არამედ ყველანაირ საზეიმო მიღებებსა და რომანტიკულ საღამოებს პატივს სცემს. ამ ნიშნით დაბადებული ადამიანისთვის არ არსებობს "ოქროს შუალედი" – ის თუ "სვამს", მაშინ მთელმა ქალაქმა უნდა გაიგოს. მას შეუძლია ერთ საღამოს რესტორანში მთელი თვის ჯამაგირი დახარჯოს, შეუკვეთოს საუკეთესო საჭმელი, სასმელი, მუსიკა და შემდეგი ერთი თვე მხოლოდ ჰამბურგერებით იკვებოს. ნასვამი ლომი ყველას მასპინძლობს – მარჯვნივ და მარცხნივ ფულს ხარჯავს, ის ბუნებით ხელგაშლილია – არ უნდა დაგვავიწყდეს ლომი მეფეა და ეს ვლინდება მის ხასიათშიც. სასმელის შერჩევისას ლომი უფრო ფასს აკვირდება, ვიდრე გემოს ან არომატს, მთავარია მასში ძვირი გადაიხადოს და მეორე დღეს ამ მოვლენაზე ხალხმა ისაუბროს. მისი სუსტი წერტილი გულია, ამიტომ, მას ამ კუთხით ყურადღება მართებს. ნასვამი ლომი როგორც ყველა ცეცხლის ნიშანი, აგრესიულია და მასთან კონფლიქტში ნუ შეხვალთ.

ქალწული – ქალწულის ნიშნით დაბადებული ადამიანი თვლის, რომ კოქტეილი და ჭიქა ვისკის გადაკვრა – დროის უბრალოდ დაკარგვაა. ეს ადამიანი რეალისტი, ორგანიზებული და მოწესრიგებულია, ასე რომ, მას იშვიათად ნახავთ ნასვამს. ბუნებით ქალწულის ნიშნით დაბადებული ადამიანები აქტიურ მსმელთა რიცხვს ნამდვილად არ მიეკუთვნება, ამის მიუხედავად მას ზოგჯერ მაინც უწევს ალკოჰოლური სასმელის მიღება და ამას დიდი ენთუზიაზმის გარეშე აკეთებს. მას სუსტი საჭმლისმომნელებელი სისტემა აქვს, ამიტომ, ყველანაირად ცდილობს მოერიდოს ალკოჰოლს. ამასთან – ქალწულის ნიშნით დაბადებული ადამიანი ბუნებით ესთეტია და მას არ ხიბლავს ნასვამმა აქეთ-იქით იყიალოს და საკუთარი იმიჯს გამოუსწორებელი დარტყმა მიაყენოს. თუმცა თუ მან სადმე დასალევად გადაწყვიტა, ესე იგი სიტუაცია დახვეწილი და რაფინირებულია, ამასთან მოსალოდნელია ამ დროს მან მომგებიანი პროექტიც გაჩარხოს. სხვათა შორის, ამ ნიშანს მიდრეკილება აქვს კოლექციონერობისადმი და არ არის გამორიცხული მის სახლში ნაირ-ნაირი ალკოჰოლური სასმელიც აღმოაჩინოთ.

სასწორი – საერთოდ სასწორის ნიშნით დაბადებული ადამიანი, ისევე როგორც ტყუპისა და მერწყულის ნიშნები, ალკოჰოლისადმი დიდი მიდრეკილებით არ გამოირჩევა, ამასთან მას უფრო ე. წ. "ტკბილი სუფრა" ხიბლავს, სადაც შედარებით რომანტიკული სიტუაცია, ამასთან ეს სუფრა პოეზიითა თუ მუსიკით არის გაჯერებული (სასწორს ხომ ხელოვნების მართველი პლანეტა ვენერა მართავს). ზოგადად ეს ნიშანი ფსიქიკურად და ფიზიკურად ჯანმრთელია, სიმთვრალეში აგრესიით არ გამოირჩევა, თუ მას მორიელის გავლენა არ გააჩნია (ეს უფრო 14-23 ოქტომბერში დაბადებულ ადამიანებს ეხებათ). სასწორის სუსტი წერტილი თირკმელებია, ამიტომ, ამ ნიშნით დაბადებული ადამიანმა ალკოჰოლი ბოროტად არ უნდა გამოიყენოს, რადგან მოსალოდნელია ეს მისთვის სავალალოდ დამთავრდეს. ცოტა ნატურალური ღვინის მიღება სასიკეთოა და ამ ადამიანის ორგანიზმს მიკროელემენტებით გაამდიდრებს. ეს ადამიანი გამოირჩევა გემოვნებით და მას ხიბლავს არომატული ალკოჰოლური სასმელი – კონიაკი, ვისკი, რომი, კალვადოსი, თუმცა არც ჩილის ან ფრანგულ ღვინოზე იტყვის უარს.

მორიელი – მორიელის ნიშნით დაბადებულ ადამიანისა და ალკოჰოლის ურთიერთობა შეიძლება ვთქვათ, მრავალგანზომილებიანია. ამ ნიშნის მართველი (უფრო სწორად თანამართველი) პლანეტა მარსია, რომელიც აგრესიულობითა და ფეთქებადობით გამოირჩევა, რაც ბუნებრივია მოქმედებს მორიელზეც. ეს ადამიანი დალევაზე უარს არ ამბობს, თუმცა უმეტეს შემთხვევაში ალკოჰოლის მიღების შემდეგ ემოციებზე კონტროლს კარგავს და შესაძლოა, კონფლიქტურ სიტუაციაშიც აღმოჩნდეს. არც თუ იშვიათად კინკლაობასა და დაძაბულ სიტუაციებსაც თვითონაც უდებს სათავეს. ნასვამი მორიელი უნდა მოერიდოს ურთიერთობების გარკვევასა და კონფლიქტურ სიტუაციებს, რადგან ამ ყოველივეს მისი ცხოვრების დანგრევა შეუძლია. სხვათა შორის მორიელი ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური ნიშანია და ალკოჰოლის მიღების შემდეგ უჩნდება რომანტიკულიურთიერთობების დაწყების ან განახლების სურვილი. მორიელის სუსტი წერტილი შარდ-სასქესო ორგანოებია და ზოგჯერ გადაჭარბებული ალკოჰოლის მიღება ამ კუთხითაც უქმნის პრობლემებს. საერთოდ, ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ნასვამ მორიელთა სიფრთხილე და წინდახედულობაა საჭირო, რათა უმნიშვნელო გახუმრებამაც რაიმე პროვოკაციული სიტუაცია არ შექმნას.

მშვილდოსანი – ამ ადამიანს უყვარს მოგზაურობა, ბევრი გადაადგილება, ხმაურიანი კომპანიები, ყურადღების ცენტრში ყოფნა და ამ დროს ყველაფერს სიამოვნებით აკეთებს და ასწრებს, მათ შორის ალკოჰოლის მიღებასაც. მშვილდოსანი ეგზოტიკური ნიშანია და ცდილობს ეგზოტიკური ალკოჰოლი მიიღოს – ეგზოტიკურ სიტუაციაში. საერთოდ, უპირატესობას უფრო მსუბუქ სასმელს ანიჭებს – ლუდი, ღვინო, პორტვეინი, ლიქიორი. ფხიზელი მშვილდოსანი ტაქტითა და დიპლომატიით არ გამოირჩევა და ნასვამი შესაძლოა, ცოტა უხეშიც კი გახდეს, ზოგჯერ აქვს აგრესიულობის მომენტებიც. ნასვამი მშვილდოსანი მანქანის საჭესთან უკვე სახიფათოა, რადგან საერთოდ მიდრეკილია ტრავმებისადმი და ამ დროს ბუნებრივია იზრდება ავარიული სიტუაციები. მშვილდოსნის სუსტი წერტილი ღვიძლია, მითუმეტეს, რომ ალკოჰოლის სისტემატური მიღება ამ ორგანოს ძალიან აზიანებს, ამიტომ, ეს მომენტი ყურადღებას ითხოვს. სხვათა შორის მშვილდოსანს უმართლებს უცხოელებთან ურთიერთობების დროს, თუმცა თუ მან ამ ურთიერთობებში ალკოჰოლი ბოროტად გამოიყენა და სულ სხვა სახით წარმოჩნდა ახალი ნაცნობების წინაშე, მაშინ შესაძლოა, მან სერიოზული პერსპექტივები გაუშვას ხელიდან.

თხის რქა – საერთოდ თხის რქის ნიშნით დაბადებული ადამიანი არ მიეკუთვნება აქტიურ მსმელთა რიცხვს, რადგან თვლის, რომ ასე ის საკუთარ ჯანმრთელობასა და კარიერას საფრთხეს შეუქმნის. რაიმე კომპანიაში შესაძლოა თხის რქა ვერ შევნიშნოთ, რადგან მას არ უყვარს ხმამაღლა ლაპარაკი. თუმცა მას ადვილად შეამჩნევთ ცნობილი და მდიდარი ადამიანების გვერდით. მსგავს ადამიანებთან ნაცნობობა და მეგობრობა თხის რქების სისუსტეა. ბუნებით თხის რქა მელანქოლიკია და შესაძლოა, მას ალკოჰოლის მიღების შემდეგ დეპრესიაც კი მოეძალოს. თხის რქის სუსტი წერტილი ძვლოვანი სისტემაა, ამიტომ, ეს ნასვამი თხის რქა მიდრეკილია კიდურების ტრავმებისადმი. მისთვის ალკოჰოლი უფრო თავის გამოჩენის საშუალებაა, ამიტომ, მას სიამოვნება ანიჭებს, როდესაც სახელგანთქმულ ბრენდს მიირთმევს. მას ერთი ჭიქა კარგი წითელი ღვინო საჭმლის მონელებაში ეხმარება და ამასთან გუნება-განწყობილებასაც გამოუკეთებს. სხვათა შორის ქალწულის ნიშანთან ერთად თხის რქაც სასმელების კოლექციონერობისკენ არის მიდრეკილი.

მერწყული – მერწყული უცნაური და ორიგინალური ადამიანია და ეს ვლინდება ალკოჰოლის მიღების დროსაც. შესაძლოა, მან კონიაკს დააყოლოს რძე, ხოლო ვისკი ლუდის ჭიქით დალიოს. მერწყულს ალკოჰოლი უფრო ნერვული დაძაბულობის მოსახსნელად სჭირდება, ამასთან უფრო მეგობრებთან ერთად დროის გატარება უყვარს და ხმაურიანი კომპანიები მაინცა და მაინც არ ხიბლავს. მერწყულის ნიშნით დაბადებულ ადამიანს დრო და დრო შინაგანი ტრანსფორმაციისთვის განმარტოება სჭირდება და ამ განმარტოვების დროს სრულიად შესაძლებელია რამდენიმე ჭიქა მარტომაც კი დალიოს. ალკოჰოლის გადაჭარბებულად მიღება მას პრობლემებს ნერვულ სისტემასთან და მხედველობასთან დაკავშირებით უქმნის, მითუმეტეს, რომ ამ ნიშანს ნევრული სისტემა არც თუ ისე მდგრადი აქვს. მერწყულს ძალიან უყვარს თავისუფლება და დამოუკიდებლობა და თუ ეს აკლია, მაშინ ალკოჰოლის მიღების შემდეგ ამ საკითხს წინ მთელი სიმძაფრით წამოსწევს ხოლმე. სხვათა შორის, მერწყული ბუნებით გამომგონებელია და ალკოჰოლი მას ზოგჯერ სიახლეების დანერგვის იმპულსსაც აძლევს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მან ყოველთვის ალკოჰოლს უნდა მიმართოს.

თევზები – ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანს უყვარს ბევრი სითხის მიღება – ცივი, ყინულიანი წყლით დაწყებული, 10-12 ჭიქა ყავით, ჩაით და წვენით დამთავრებული. თევზებმა ძალიან კარგად იცის, რომ ზოგადად მისთვის ალკოჰოლი მავნებელი, საქმე იმაშია, რომ ამ ნიშნით დაბადებული ადამიანი ჩქარა თვრება და ამის შემდეგ ის მომენტალურ დეპრესიაში "ვარდება", ამიტომ არც თუ იშვიათად ნასვამი თევზები ცხოვრებაში საბედისწერო შეცდომებს უშვებს. გარდა ამისა, თევზების ნიშნით დაბადებული ადამიანს, ისევე როგორ სხვა წყლის სტიქიით დაბადებულ ადამიანებს, მიდრეკილება აქვს მოწამვლისადმი, ასე რომ, მან არ უნდა მიიღოს საეჭვო წარმოშობის ალკოჰოლი. ასევე არ არის სასურველი სუფრაზე ყოფნის დროს ყველა სასმელი დააგემოვნოს, რადგან ეს ნაბახუსევის ერთ-ერთი წინაპირობაა. სამწუხაროდ, თევზებს ხშირად ალკოჰოლისადმი გადაჭარბებული ლტოლვა უჩნდებათ ხოლმე. აქვე უნდა ითქვას, რომ სწორედ სასმელის დაგემოვნების სურვილის გამოა, რომ თევზების ნიშნით დაბადებული ადამიანი შესანიშნავი სომელიე გამოდის.




Friday, February 8, 2013

ოხ ეს თვალები

შავი თვალები – ამ ფერის თვალების მქონე ადამიანები ენერგიულები, სიცოცხლით სავსენი, იდეების გენერატორები და არა მშვიდი ხასიათის მქონეები არიან. შავი თვალის ფერი მიუთითებს იმაზე რომ ეს ადამიანი ძალიან მგრძნობიარე და ემოციური. ასეთი ადამიანებისთვის არარსებობს წინაღობა როდესაც ისინი მიილტვიან სასურველი ადამიანისკენ, მათ ვერავინ და ვერაფერი გააჩერებს, თუმცა ხანდახან მათი ასეთი გამბედაობა კრახითაც სრულდება, რასაც დიდი ტკვილი მოაქვს მათთვის.

მუქი ყავისფერი თვალები - ვისაც ამ ფერი თვალები აქვს ისინი ბუნებისგან არიან დაჯილოებულები, მგრძნობიარობით, მიმზიდველობით და გამჭრიახობით. ისინი ძალიან ტემპერამენტულები არიან. ძალიან ადვილად ფეთქდებიან მაგრამ ძალიან მალე ავიწყდებათ წყენა. ამ ფერის თვალების მქონე ადამიანების მინუსად შეიძლება ჩაითვალოს მათი კაპრიზები, რომელიც იშვიათად, თუმცა მაინც ახასიათებთ. ისინი ძალიან კონტაქტურები არიან, აქედან გამომდინარე ძალიან ხშირად ნახულობენ საერთო ენას სხვა ადამიანებთან. ყავისფერი თვალის ფერის მქონე ადამიანებს ადვილად უყვარდებათ, თუმცა ასევე ადვილად ივიწყებენ.


ღია ყავისფერი თვალები – ამ ფერის თვალების მქონე ადამიანები არიან მორცხვები, მეოცნებეები და განმარტოების მოყვარულები. ისინი შეიძლება ჩავთვალოდ პრაგმატულ ადამიანებათ, თუმცა შეიძლება ამიტომაც არიან შრომის მოყვარულები და მონდომებულები. მათ ყოველთვის შეგიძლიათ ენდოთ და ისინი არასოდეს გიღალატებენ. ასეთი თვალის ფერის მქონე ადამიანების მთავარ თვისებათ შეიძლება ჩაითვალოს, მათი ინდივიდუალიზმი, მისწრაფება იმისკენ რომ დამოუკიდებლათ აკეთონ ყველაფერი, როგორც წესი ისინი ყოველთვის აღწევენ მიზანს და არიან წარმატებულები, ვერ იტანენ გარშემო მყოფთა ზეწოლას. აგრეთვე უნდა ითქვას რომ ძალიან მგრძნობიარეები არიან, შეიძლება სხვებისაგან ფარულად ძალიან განიცადონ პატარა წყენაც.

ლურჯი თვალები – ეს ადამიანები არიან რომანტიულები, ემოციურები და მგრძნობიარეები. მათ თვალდახუჭულებს შეუძლიათ შეყვარება, ისინი ძალიან ვნებიანები არიან, რითაც ხიბლავენ თავიანთ პარტნიორებს. მათი აზროვნება ძალიან ცვალებადი და ამოუცნობი. ლურჯი თვალების მქონე ადამიანები ძალიან სამართლიანები არიან და რამდენადაც საოცარი არუნდა იყოს, ისინი მზად არიან დაიცვან სიმართლე, ხანდახან თავის საზიანოდაც კი. მთავარი ორი უარყოფით მათი თვისება არის სიამაყე და ქედმაღლურობა. ასეთ ადამიანებს უყვართ კამათი, ძალიან აჩქარებენ მოვლენებს და ყოველთვის არშეუძლიათ გაიზიარონ სხვისი პრობლემები.

მუქი ლურჯი თვალები – ასეთი ადამიანები ძალიან ჯიუტები, მაგრამა ამავდროულად სენტიმენტალურები არიან. ასეთი თვალის ფერის მქონე ადამიანები ძალიან ადვილად ყვებიან თავიანთ კაპრიზებს, მათი ხასიათი ძალიან ჰგავს გაზაფხულის გიჟ პერიოდს ანუ ძალიან ცვალებადია. ისინი დიდხანს იმახსოვრებენ წყენას.

ცისფერი თვალები – ამ ფერის თვალის მქონე ადამიანები ხშირად მალავენ ტყუილს. ისინი ძალიან მიზანდასახულები და ნაკლებად სენტიმენტალურები არიან. ცისფერი თვალების მქონე ადამიანებს ცრემლებით ვერ შეაცოდებ თავს. ხანდახან მათ ახასიათებთ მოზღვავებული სიბრაზე და უმიზეზო დეპრესია, მაგრამ ასეთი ცისფერთვალება ადამიანები ძალიან იშვიათად გხვდებიან. უფრო ხშირად ისინი ძალიან მშვიდები არიან, თუმცა ერთფეროვნება მათ დეპრესიაში აგდებს.

ნაცრისფერი თვალები - ამ ფერის თვალების მქონე ადამიანი არის ძალიან ჭკვიანი და მიზანდასახული. ისინი პრობლემებს არ ემალებიან, პირიქით რაც შეიძლება მალე წყვიტავენ, მაგრამ ძალიან უსუსურები არიან, როდესაც ისეთი სიტუაციაში ამოყოფენ თავს სადაც ჭკუა უძლურია. სერი ფერის თვალების მქონე ადამიანები ძალიან მგრძნობიარეები და ცნობისმოყვარეები არიან. ასეთი ადამიანები იღბლიანები არიან, მათ უმართლებთ სიყვარულშიც და კარიერაშიც.

მუქი ნაცრისფერი თვალები – ამ ფერის თვალების მქონე ადამიანები არიან ჯიუტები და გამბედავები, ისინი ძალაინ თავდაჯერებულები, მიზანდასახულები, შინაგანათ ძლირები არიან. მათ ახასიათებთ ეჭვიანობა თუმცა არა სხვების დასანახად. თუ ასეთი ადამიანის თანამგზავრი იქნება, აგრეთვე მუქი ნაცრისფერი თვალების მქონე ადამიანი, მაშინ ისინი აუცილებლად დიდხანს და ბედნიერათ იქნებიან ერთად.

ნაცრისფერი – მწვანე თვალები – თუ ამ ფერის თვალები გაქვთ, შეიძლებ ითქვას რომ შინაგანათ ძალიან ძლიერი ადამიანი ხართ. თქვენ შეძლებთ გადალახოთ ნებისმიერი წინააღმდეგობა თუ მოინდომებთ. ასეთ ადამაინებზე ამბობენ რომ არ უყვართ საქმის ბოლომდე მიყვანა, ზუსტად ამის გამო ისინი უფრო მიზანდასახულები ხდებიან. ისინი ხანდახნ ძალინ უხეშები არიან, როდესაც საქმე ეხება მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხს, უარეს შემთხვევაში კი აგრესიულებიც ხდებიან.


მწვანე ფერის თვალები – ასეთი თვალის ფერის მქონე დამიანები უფრო მეტად რბილები არიან. გამოირჩევიან პირდაპირობით, სანდოობით და გულღიაობით იმ ადამიანთან რომელიც მათ აირჩიეს ურთიერთობისთვის. მწვანე თვალების მქონე ადამიანები ხშირად რაინდებს გვანან ხასიათებით. მეგობრები აფასებენ მათ იმიტომ რომ ისინი ძალიან კეთილები და სანდოები არიან, თუმცა მტრები ვერ იტანენ მათ პრინციპულობის და სიმტკიცის გამო. ისინი ძალიან კარგი მსმენელები და მოსაუბრეები არიან. საერთოდ მწვანე თვალების მქონე ადამიანები ძალიან კეთილსინდისიერები არიან. ისინი სტაბილურები, მაგრამ ამავდროულად საკმაოდ კარგი წარმოსახვის უნარი მქონე ადამიანები არიან. ძალიან კარგად უმკლავდებიან საორგანიზატორო საკითხებს, აგრეთვე ისინი კარგ მართველებათ მოისაზრებიან.





ზოდიაქოს ნიშნები და ხასიათი

imageვერძი დადებითი: ენერგიული, თავის გამტანი, დამოუკიდებელი, საზრიანი, მიზანსწრაფული, გზის გამკვალავი, ძლიერი, დაჯერებული
უარყოფითი: იმპულსური, თავნება, ახირებული, ეგოცენტრული, ყველა საშუალებით ცდილობს პირველი იყოს, მერყევი, ცვალებადი, უხეში, თვითდაჯერებული

კურო
დადებითი: შეუპოვარი, გამტანი, უღალატო, სტაბილური, ერთგული, უყვარს კომფორტი და ხელოვნება, მოქმედებს მოფიქრებულად, თამამი, შრომისმოყვარე, დამოუკიდებელი, აუჩქარებელი
უარყოფითი: ჯიუტი, ზარმაცი, უყვარს ფუფუნება და სიამოვნება, პრიმიტიული, ზანტი

ტყუპები
დადებითი: კომუნიკაბელური, ინტელექტუალური, გამჭრიახი, შეუძლია ყველა სფეროში საქმიანობა, სწრაფად აზროვნებს და რეაგირებს, შეუძლია ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთება
უარყოფითი: ინფანტილური, გაუგონარი, დაფანტული, აჩქარებული, ცვალებადი, ნერვიული, წინააღმდეგობრივი, ერთბაშად მრავალ საქმეს იწყებს და ვერცერთს ვერ ამთავრებს, ფულის ფლანგველი

კირჩხიბი 
დადებითი: მგრძნობიარე, ათვისებისა და წარმოსახვის უნარის მქონე, პასუხისმგებლობის გრძნობით დაჯილდოვებული, შინაურული, დამოუკიდებელი, მზრუნველი, ყურადღებიანი, გულისხმიერი, მომჭირნე, ფრთხილი, ღრმა, რომანტიული, ტაქტიანი, დელიკატური
უარყოფითი: ზედმეტად მგრძნობიარე, შთაბეჭდილებიანი (ეძებს დახვეწილ და უჩვეულო შეგრძნებებს), ეჭვიანი, შთაგონებას დამორჩილებული, მარტოსული, დამოკიდებული, ძუნწი, მხდალი, გულჩათხრობილი, ენაგესლიანი, ბუტია

ლომი
დადებითი: ამაყი, საკუთარი ღირსების მცოდნე, გულწრფელი, არტისტული, ვნებიანი, მეთაური, კეთილგანწყობილი, უხვი, სტუმართმოყვარე, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე, სერიოზული
უარყოფითი: თავმომწონე, ამპარტავანი, თვითდაჯერებული, ყურადღებისა და თაყვანისცემის მომთხოვნი, ჟინიანი, ეგოცენტრული, ფულის ფლანგველი, ზედაპირული

ქალწული
დადებითი: მშვიდი, მოწესრიგებული, გაწონასწორებული, შრომისუნარიანი, ყურადღებიანი დეტალების მიმართ, პრაქტიკული, თავგანწირული შრომაში, განვითარებული მოვალეობის გრძნობით, ინტელექტუალური
უარყოფითი: კრიტიკული, ცინიკური, უემოციო, ცივი, შეზღუდული, თავწარგული მხოლოდ სამუშაოში, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს წვრილმანებს, ეჭვით შეპყრობილი საკუთარი თავის მიმართ, კრიტიკულად განწყობილი, წვრილმანო, მოუსვენარი, აფორიაქებული

სასწორი
დადებითი: კომუნიკაბელური, გულღია, მომხიბლავი, ელეგანტური, გემოვნებიანი, ტაქტიანი, შუამავალი, შემწყნარებელი, უკონფლიქტო, ზომიერი, აქვს ფასეულობათა მდგრადი სისტემა
უარყოფითი: გაუბედავი, ხმაურიანი, გაუწონასწორებელი, ასარჩევ სიტუაციაში ქმედების უნარი ეკარგება, ვერ იტანს მარტოობას, ფორიაქობს წვრილმანების გამო, იძლევა უამრავ რჩევას

მორიელი
დადებითი: მიზანსწრაფული, შემტევი, სტაბილური, ტემპერამენტიანი, თავშეკავებული, დამოუკიდებელი, გამჭრიახი, განვითარებული ინტუიციით, შეუძლია გაერკვეს ყოველგვარი მოვლენის არსში, მტკიცე, მომთმენი, გაბედული, მიდრეკილი მისტიკისაკენ, პასუხისმგებლობით დაჯილდოვებული, ლოიალური
უარყოფითი: ჯიუტი პირადი მიზნის მიღწევისას, ძალაუფლების მოყვარე, მესაკუთრე, ეჭვიანი, თავნება, უწყალო, შურისმაძიებელი, გულჩათხრობილი

მშვილდოსანი
დადებითი: აქტიური, გულღია, გულწრფელი, სიცოცხლის მოყვარე, მართალი, თავისუფლებისმოყვარე, კეთილგანწყობილი, უყვარს წაფილოსოფოსება, სამართლიანი, მამაცი, ცნობისმოყვარე, თავმოყვარე, წარმმართველი, მიზანსწრაფული
უარყოფითი: ზედაპირული, მოუთმენელი, სწორხაზოვანი, განსჯის უნარს მოკლებული, ეგოისტი, არადიპლომატიური, უტაქტო, ხმაურიანი, ბრძანებებისა და განკარგულებათა გაცემის მოყვარული, ინფანტილური

თხის რქა
დადებითი: მიზანსწრაფული, ფრთხილი, შრომისმოყვარე, პასუხისმგებლობის გრძნობით დაჯილდოვებული, დაბრკოლებათა გეგმაზომიერად გადამლახავი, ერთნაირად იცის მორჩილებაცა და ბრძანებლობაც, ერთგული, საფუძვლიანი
უარყოფითი: მოსაწყენი, შეზღუდული, ქედუხრელი, კონსერვატორია, მოუქნელი, ეჭვიანი, ანგარიშიანი, მარტოობისაკენ მიდრეკილი, მელანქოლიური, ძალაუფლებისმოყვარე

მერწყული
დადებითი: დამოუკიდებელი, ორიგინალური, გამომგონობელი, გულღია, სოციალური, ერთგული, ცრურწმენისაგან თავისუფალი, ჭეშმარიტების მაძიებელი, ჰუმანისტი
უარყოფითი: ინდივიდუალისტი, ეგოისტი, ესტრავაგანტური, უტაქტო, მოლაყბე, მერყევი, უპასუხისმგებლო, ფულის ფლანგველი

თევზები
დადებითი: მოქნილი, რბილი, ემოციური, რელიგიური, კეთილი, მზრუნველი, ჰუმანური, ყოველთვის მზად მყოფი დახმარებისთვის
უარყოფითი: გაუბედავი, მოუქნელი, ექცევა გავლენის ქვეშ, არაპრაქტიკული, სევდიანი, მეოცნებე, ილუზიური, რჩება წარსულის “ტყვედ”, ცხოვრებას უყურებს “ვარდისფერი სათვალით”

წიგნი- ” ეძიე ვარსკვლავი შენი”.




                                          მასალის ორიგინალი




საინტერესო ფაქტები ზოდიაქოს ნიშნებზე


image


ყველა ადამიანს აქვს 
საკუთარი პრინციპები, 
თუმცა საინტერესოა, რომ
 ესპრინციპები ადამიანში
 ვლინდება იქიდან 
გამომდინარეც, თუ 
რომელი ზოდიაქოს ნიშნით
 არის დაბადებული.





ვერძი
1. კარგი იქნება, თუ ჩემთან არ იკამათებთ!
2. ჯერ ვაკეთებ, შემდეგ ვფიქრობ!
3. სადაც სხვები ამუხრუჭებენ, მე იქ წინ ვისწრაფვი!
4. ვიქნები მუდამ ახალგაზრდა!
5. გააკეთე ჩემსავით – ჩემზე უკეთესად ვერ გააკეთებ!
6. ჩემთვის ყველაზე ძნელია – თანამოსაუბრეს ბოლომდე მოვუსმინო!
7. სიჯიუტე – ნაკლი არ არის!
8. უფრო ადვილად ვაკონტროლებ სიტუაციას, ვიდრე ემოციას!
9. ერთი ვერძი – კარგია, ორი ვერძი – ბევრია!
10. თავს პირველი არ ვესხმი, მაგრამ ღმერთმა დაგიფაროთ, თავს დამესხათ!

კურო
1. ფულს დავხარჯავ პრაქტიკულ საყიდლებზე, ფულს არ დავფლანგავ.
2. სხვისი არაფერი მინდა და ჩემსასაც ნუ შეეხებით.
3. "ცუდი" მშვიდობა – "კარგ" ომს სჯობს.
4. უფრო კარგია ლამაზი დივანი, ვიდრე ლამაზი დაისი.
5. ჭამა – მნიშვნელოვანი საქმეა.
6. არ შეაწუხო ის, ვინც მოხერხებულად ზის.
7. ნუ მაიძულებთ რაიმე გავაკეთო, უბრალოდ მთხოვეთ.
8. ვერ ვიტან ერთჯერად გარემოებებს.
9. როდესაც მეორე მიდიხარ – ამით ძალებს ზოგავ.
10. დეგუსტაცია – აი, ჩემი ძირითადი დანიშნულება.

ტყუპები
1. მე დღეს სულაც არ ვარ ისეთი, როგორც გუშინ.
2. ის ფლობს სიტუაციას, ვინც ფლობს ინფორმაციას.
3. ერთი "თავი" კარგია, ორი უკეთესია.
4. "ფიგარო იქ, ფიგარო აქ" – აი, ჩემი ცხოვრება.
5. იდეა, როგორც პროდუქტი არ უნდა იყოს დიდ ხანს გაჩერებული.
6. სახლში თითო ტელევიზორი და ტელეფონი კარგია, მაგრამ სამი უკეთესია.
7. ვინც ვერ ასწრებს, ის იგვიანებს.
8. მიყვარს რაოდენობა, რადგან ხარისხისთვის არ მყოფნის დრო.
9. კამათისას ჩემს მეტ სიტყვას ვერ იტყვით.
10. თქვენ არ გეჩვენებათ - მე ორი ადამიანი ვარ.

კირჩხიბი
1. ჩემი სახლი – ჩემი ციხე-სიმაგრეა.
2. ზრუნვა სხვა ადამიანებზე – აი, ჩემი ძირითადი მოწოდება.
3. საჭირო მოვიმარაგო ყველაფერი – მოთმინებით დაწყებული, მურაბებით დამთავრებული
4. ყველაფერი მიდის მასთან – ვისაც მოცდა შეუძლია.
5. მეგობრებს სახლში ვხვდები და არა კაფეში.
6. არაფერი ისე არ მახარებს, როგორც სავსე მაცივარი.
7. არ მინდა ის, რაც იაფი ღირს, სჯობს მოვაგროვო თანხა და ვიყიდო ძვირიანი.
8. ნუთუ ოცი წლის განმავლობაში პალტო ცვდება?
9. მძიმეა ცხოვრება იქ, სადაც მყუდროება არ არის.
10. მე საკუთარ წარსულს ისე ვატარებ, როგორც მძიმე ზურგჩანთას.
ლომი
1. მე თქვენ წაგიყვანთ ნათელ სამყაროში!
2. აღმოგიჩენთ მხარდაჭერას (მე თვითონ მხარდაჭერა არ მჭირდება).
3. შესანიშნავი მანერები – წარმატების ნახევარია.
4. მზე "ლომებისთვის" ანათებს.
5. წარწერა კაბინეტის კარზე – მაღალ ხელფასზე მიმზიდველია.
6. მიყვარს ბევრი ფულის მოპოვება, თუმცა უფრო მეტის ხარჯვა მიყვარს.
7. სახლში როიალი უკეთესია, ვიდრე პიანინო, თუნდაც მასზე არავინ უკრავდეს.
8. მიუხედავად ჩემი მიმზიდველი გარეგნობისა, შინაგანად მაინც დიქტატორი ვარ.
9. თუ რაიმეს ვაკეთებ – ე. ი. "ღირს" ჩემს შეწუხებად.
10. რად გინდათ მზე, მე ხომ თქვენთან ვარ?
ქალწული
1. მოთმინებითა და შრომით ყველა წინაღობის დაძლევა შეიძლება.
2. თავმდაბლობა საკმაოდ კარგი ინსტრუმენტია.
3. ყველა ცხოვრობს საკუთარი თავისთვის, თუმცა ემსახურებს სხვას.
4. წესრიგი ყველგან საჭიროა – თავშიც და სამზარეულოშიც.
5. ლოგიკურად დამიმტკიცეთ, რომ გიყვარვართ.
6. ცერად დაკიდული თარო ნერვებზე მშლის.
7. დიდ მასშტაბებში შეცდომებს ვუშვებ, ამიტომ დეტალებზე ვილაპარაკოთ.
8. დამაცადეთ დავიანგარიშო და პასუხსაც შემდეგ გეტყვით.
9. მე დახვეწილი და რაფინირებული ვარ.
10. სიტყვა "ქალწული" ნუ გაცდუნებთ.
სასწორი
1. პარტნიორების გარეშე თავს უხელებოდ ვგრძნობ.
2. ყველაზე დიდი საშინელება კამათია, თუმცა უნდა გამოვტყდე, რომ მიყვარს
3. პრინციპულები მხოლოდ სულელები არიან.
4. მშვენიერება გადაარჩენს სამყაროს.
5. ყველაფერი განწყობის მიხედვით უნდა გაკეთო.
6. ყველაზე ძნელი არევანის გაკეთებაა.
7. ყოველთვის აუცილებელი არ არის წერტილის დასმა.
8. თუ შეთანხმებას მიაღწიე, ე. ი. გაიმარჯვე.
9. ნებისმიერს – ნებისმიერ საქმეში "ჩავრთავ".
10. მე თავადაც არ ვიცი – "წითელის" მხარეს ვარ თუ "თეთრის".

მორიელი
1. ყველა ვერ უძლებს ჩემს მზერას.
2. სამწუხაროდ ახლო არავინ არ არის, რომ დავგესლო.
3. ყველა მოვლენა დივანს ჰგავს – შიგნით ზამბარები აქვს.
4. ღიმილისთვის სერიოზული მიზეზი უნდა მქონდეს.
5. შემიძლია ყველაფრისგან გავთავისუფლდე, გარდა საკუთარი ვნებებისა.
6. მეც ვმღერი სიყვარულზე სიმღერას... ოღონდ ბრძოლის ველზე.
7. ჩემი ვნება იშვიათად ჩანს, მსგავსად ზვიგენისა, რომელიც იშვიათად ჩანს წყლის ზედაპირზე.
8. სამყარო დაიქცევა რაინდების გარეშე.
9. მე კაკტუსი ვარ – ჩემი ყვავილები მხოლოდ რჩეულთათვის იშლება.
10. დედამიწაზე ოტელოები ჯერ კიდევ ცხოვრობენ (მათ შორის მეც).
მშვილდოსანი
1. ენთუზიასტი ადამიანი ბევრი უნდა იყოს.
2. ვალი მაქვს? რა პრობლემაა?! დავივიწყებ.
3. ყველაზე კარგი დასვენება – მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაა.
4. მთავარი პრობლემაში – მისი მასშტაბია.
5. ჩემი იდეალი – თეთრ ცხენზე მჯდომი რაინდია.
6. ჩემზე გაბრაზებას უბრალოდ აზრი არ აქვს.
7. სინდისის ქენჯნა – ნეტავ რა არის?
8. პასუხისმგებლობა ამშვენებს მხოლოდ "საშუალო" ადამიანებს (მე მათ რიცხვს არ ვეკუთვნი).
9. უპასუხისმგებლო ადამიანი ვალდებულია იყოს პასუხისმგებლობის მქონე (ოღონდ ამას მე ნუ მომთხოვთ).
10. წინდაწინ შფოთვა სისულელეა, ვიმოქმედებ სიტუაციის შესაბამისად.
თხის რქა
1. მე სპრინტერი არ ვარ – მარათონელი ვარ.
2. ბრძოლის ველზე მარტო ვიბრძვი.
3. კანონებს არ ვარღვევ, თუმცა სხვები აშავებენ და მე ვისჯები.
4. ჩემი ქონება – ეს სარკეა, სადაც ჩემი წარმატებები ჩანს.
5. ცხოვრება ეს მგზავრობაა, სადაც ყოველი გაჩერება ზუსტად არის დაგეგმარებული.
6. კარგია როდესაც შორეულ ქვეყნებზე მსჯელობ... საკუთარ სახლში მჯდომარე.
7. ნამდვილი თხის რქა კონიაკს ჰგავს – მისგან მხარდაჭერას გრძნობ.
8. წლების მატებსთან ერთად მხოლოდ მე ვახალგაზრდავდები.
9. ნამდვილად ღირს მთელი ცხოვრება ზემოთ ისწრაფოდე, რათა იქიდან ერთხელ მაინც გადმოიხედო.
10. მე ნელა მივდივარ მიზნისკენ და ამიტომ, ნაკლებ შეცდომებს ვუშვებ.
მერწყული
1. მოსაწყენია სხვაზე დამოკიდებული იყო.
2. თუ მე "შეგქმენი", იყავი ისეთი – როგორიც მე მსურს.
3. ცრურწმენები – სულელების ხვედრია.
4. მომავალი აუცილებლად საუკეთესო უნდა იყოს.
5. ძნელი იყო ანგელოზი, მაგრამ ეს საჭიროა.
6. კარგი დაპირება კარგ საქმეს სჯობს.
7. იყო ნოვატორი ნიშნავს – დაივიწყო ტრადიცია.
8. სექსი? ამაზე მნიშვნელოვანი საქმეებიც არსებობს.
9. ჯერ მეგობრები, შემდეგ კი ოჯახი, ოღონდ ამისათვის დრო თუ დარჩა.
10. ჩემზე კეთილი და ოპტიმისტი ადამიანი ძნელად მოიპოვება.

თევზები
1. მთავარია უთანაგრძნო, ვიდრე დაეხმარო.
2. ცოტა ხომ არ დაგველია?
3. წესრიგი მოიგონეს მოსაწყენმა ადამიანებმა
4. არასდროს გააკეთო ის საქმე ხვალ, რომლის გაკეთებაც... ზეგ შეიძლება.
5. მხოლოდ მცირეოდენი შემიძლიათ დაგპირდეთ.
6. აჩქარებულად მუშაობა იგივეა, რომ საჭმელი დაუღეჭავად გადაყლაპოთ.
7. ყველას გავუგებ... საკუთარი თავის გარდა.
8. ტირიფი ქარიშხლის დროს იხრება, ხოლო მუხა ტყდება.
9. ყველა იცის, რომ ყოველთვის დაკავებული ვარ, მაგრამ არავინ არ იცის – რით.
10. თუ თავს მომაბეზრებთ, ხელიდან გაგისხლტებით როგორც... თევზი.








მითხარი რა ფერი გიყვარს და გეტყვი ვინ ხარ შენ


ფერი წარმოადგენს თეარაპიის სახეს, იგი ახდენს გავლენას ჩვენს ყოვედღიურობაზე ხშირად ჩვენდაუნებურად.
ფსიქოლოგებმა დაადგინეს რომ არსებობს პირდაპირი კავშირი საყვარელ ფერსა და პიროვნების ხასიათის ზოგიერთ თავისებურებას შორის. როგორც გაირკვა თურმე ამა თუ იმ ტონის ტანსაცმელს შემთხვევით არ ვირჩევთ, პირველ რიგში ჩვენ საკუთარ შინაგან სამყაროს ვემორჩილებით, და მხოლოდ ამის შემდეგ მოდის ტენდენციებს.ეხლა გამოაღეთ კარადა და ნახეთ რომელი ფერის ტანისამოსი გაქვთ ყველაზე მეტი გარდერობში? საყვარელ ფერს ბევრი რამის თქმა შეუძლია ქალის ხასიათზე…

imageწითელი ტონის მოყვარულ ქალბატონებს ხშირად ძლიერი, ექსპრესიული ხასიათი აქვთ. თუმცა აქვთ მინუსები – ისინი ხშირ შემთხვევაში არიან ისტერიულები, და როგორც კანონი სექსუალურად აგრესიულები: ის ზედმეტად გახსნილად ფლირტაობს, სწრაფად იქცევს საწინააღმდეგო სქესის ყურადღებას. პროვოცირებას უკეთებს გარშემომყოფებს, რომ რეაგირება მოახდინონ მის მწვავე რეპლიკებზე და დაუფარავ, აშკარა ჟესტების ენაზე. ასეთ ქალბატონებს უყვართ უფრო მშვიდი და გაწონასწორებული კავალრები, რადგან თვითონ არიან ლიდერები და აქედან გამომდინარე მამაკაცის დომინირებას ურთიერთობაში ვერ ეგუებიან. თუმცა მამაკაცი უნდა იყოს რბილი ერთი შეხედვით, მაგრამ საკუთარ თავში დარწმუნებული და ფეხზე მყარად მდგომი.
image
ცისფერი
, ლურჯი ფერის მოყვარულები ტიბეტელი ბერებივით მშვიდები არიან. ამ ფერს უპირატესობას ანიჭებენ ჰარმონიული და მშვიდი ადამიანები. ამ ფერის მოყვარულ ქალბატონებს არ უყვართ კონფლიქტები, როგორც წესი ცხვორების თანამგზავრად ირჩევენ თავისზე უფროსს, მათი რჩეული უნდა იყოს მშვიდი და თუ ნებისმიერი სახის აგრესიას გამოავლენენ მაშინვე დაკარგავენ ქალის თვალში სიმპატიას.

ყვითელი ფერი კარიერისტი ქალების საყვარელი ფერია. ისინი ამბიციურები და ძალიან მიზანდასახულნი არიან, თუმცა აქვთ უნარი დროდადრო ბავშვობაში გადავარდნენ და როცა საქმე რომანტიკას, ოჯახს და სიყვარულს ეხება გულუბრყვილოები ხდებიან ან ოსტატურად თამაშობენ გულიბრყვილოს როლს. ასეთ ქალებს უკომპლექსო, მხიარული მამაკაცები მოსწონთ. ისინი მუშაობენ და ისვენებენ სპონტანურად, არასოდეს გეგმავენ ხვალინდელ დღეს და დღევანდელობით ცხოვრობენ.

imageიასამნისფერი უყვართ არტისტული ბუნების მანდილოსნებს. ასეთები თავს იდუმალების და დრამატიზმის აურაში ახვევენ. მათთვის მარტივია შთაბეჭდილების მოხდენა გარშემომყოფებზე. იასამნისფერის თაყვანისმცემლები ხშირად ირჩევენ შემოქმედებით პროფესიებს: მხატვრის, მუსიკოსის ან მსახიობის.. ასეთ ბოჰემურ წრეში მათ ხშირად ხვდებათ იმ ტიპის მამაკაცები როგორებიც ხიბლავთ, ანუ რომანტიკოსები, რომლებიც ოსტატურად ფლირტაობენ და ხშირად არიან ჭეშმარიტი მექალთანეები (ასეთი ტიპის მამაკაცებთან იასამნისფერ ქალებს უყვართ მეტოქეობა ფლირტის ხელოვნებაში).

image
მწვანე
 ტონის (სალათისფერიდან – ხაკისფერამდე) მოყვარული ქალბატონები გამოირჩევიან იდეალისტური ხასიათით. ისინი ერთანაირად მომთხოვნი არიან საკუთარი თავის და გარშემომყოფების მიმართ. სტუდენტობისას ხშირად პრფოკავშირის თავმჯდომარეები და გამორჩეული სტუდენტები არიან. დაიმახსოვრეთ ქალი მწვანე კოსტიუმში არასოდეს შეხვდება გაიძვერას, არაკაცს… მისთვის ყველაზე მთავარი ადამიანური თვისებებია და არა რჩეულის ფიზიკურობა თუ მატერიალური შესაძლებლობები. მას ყოველთვის დააინტერესებს მამაკაცის ოჯახი, მისი მშობლები და მათი საქმიანობის სფერო.

ფორთოხლის ფერი, „წარიჟაო“ უყვართ თავისუფალი ხასიათის ქალბატონებს. ისინი ძალიან სპონტანურები, მხიარულები არიან და ცხოვრებას მსუბუქად უყურებენ. უმეტესად გამოუსწორებელი ოპტიმისტები არიან. ხშირად იცვლიან პარტნიორებს, თავისუფალი სიყვარულის მომხრეები არიან. ასეთ ქალებს არ უყვართ დოგმები და აკრძალვები ინტიმურ ასპექტში, დიდ ხანს პარტნიორის გარეშე ყოფნამ შეიძლება წყობიდან გამოიყვანოს, იმდენად მნიშვნელოვანია მათთვის ცხოვრებაში სექსი. კაცებს ირჩევს იმის მიხედვით თუ რამდენად მსგავსი ინტერესები აქვთ, რამდენად სპონტანურია და რამდენად შეუძლია სწრაფად გადაწყვეტილებების მიღება.

image
ინტელექტუალი ქალების საყვარელი ფერიშავია. ამ ფერის მოყვარულთათვის დამახასიათებელია შინაგანი ნონკონფორმიზმი, ზრდასრულ ასაკშიც კი. ქალი შავებში ხშირად გატაცებულია ფილოსოფიით, თეოლოგიური მოძღვრებებით და ხელოვნებით. მას უყვარს კითხვა. თუმცა თუ ქალი დიდხანს ატარებს შავს ეს მიუთითებს შინაგან დეპრესიაზე. მას მხოლოდ ინტელექტუალი მამაკაცები ხიბლავს, ცხოვრების თანამგზავრს ინტელექტით ირჩევს.

imageმორიდებული და დაკვირვებული მანდილოსნების ფერია თეთრი. მიუხედავად იმისა, რომ თეთრი საერთოდ დადებითი ენერგიის და გახსნილობის ფერია, ამ ფერის ტანსაცმლის მოყვარული ქალები საკუთარ თავში ჩაკეტილი და ჩუმები არიან. როგორც წესი თეთრი სადა არ არის, თეთრ ფონზე არის ორნამენტები: ყვავილები, გეომეტრიული ფიგურები, კოპლები. ასეთი ქალები განსაკუთრებული გამჭრიახობით გამოირჩევიან. თუმცა არასოდეს განიკითხავენ ადამიანს ადამიანური სისუსტეების გამოვლენისთვის, პირიქით ყოველთვის მზად არიან მოუსმინონ და მხარდაჭერა გამოიჩინონ ახლობლების მიმართ, როცა ისინი შეცდომას სჩადიან. კაცებს მათში იზიდავს დედობრივი მზრუნველობის შეგრძნება. თუმცა მათ თავად გვერდით სჭირდებათ მამაკაცი, რომელიც ისეთივე მზრუნველი და გულშემატკივარი იქნება როგორებიც თვითონ არიან საჭიროების შემთხვევაში.

image
ვარდისფერი
 უყვართ ინფანტილურ, ნაზ, კეკლუც ქალებს. ისეთებს, რომლებიც მუდმივად ბავშვობას, თოჯინებს რბილ სათამაშოებს მისტირიან. ისინი ძალიან ნაზები, კაპრიზულები და ამავე დროს მიმზიდველნი არიან. ასაკშიც კი ფლამინგოს ფერის მოყვარულნი ქალიშვილურ სიკეკლუცეს ავლენენ. მათი უმრავლესობა არ ზრუნავს კარიერაზე და ოჯახურ კერას უვლიან. მათ უყვართ ძლიერი მამაკაცის მზრუნველობის და პასუხისმგებლობის შეგრძნება, უყვართ როცა მათ იცავენ და მასზე ზრუნავენ. (ყველა ქალს უყვარს როცა მასზე ზუნავს კაცი, არა აქვს მნიშვნელობა რა ფერის კაბას ანიჭებს მანდილოსანი უპირატესობას




სტრესი და ზოდიაქოს ნიშნები


imageასტროლოგებს მიაჩნიათ რომ სტრესისადმი მიდრეკილებას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ის, თუ რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშაა ადამიანი დაბადებული. აქ გაიგებთ თუ როგორ იქცევიან ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნები სტრესის ქვეშ და იხილავთ რეომენდაციებსაც ფსიქოთერაპევტებისგან.
ვერძი
არამდგრადი, მოუსვენარი, გაღიზიანებული ადამიანია. ცდილობს ცხოვრებაში ყველაფერი მოასწროს, ამიტომ ყველაფერს ძალიან სწრაფად აკეთებს. თუ რაიმე არ გამოსდის, ბრაზობს და მდგომარეობიდან გამოდის.

რჩევა: წვრილმანებზე ნუ აფეთქდებით. მაგალითად, თუ დაგეგმილი შეხვედრა გადაიდო ან ჩაიშალა, ნუ აბუზღუნდებით და აყვირდებით. შეეცადეთ სხვა საქმეზე გადაერთოთ, მშვიდ, მონოტონურ სამუშაოზე, რომელიც ყურადღების კონცენტრაციას ითხოვს. ამით სტრესის ალბათობას მინიმუმამდე დაიყვანთ.

კურო
მშვიდი ხასიათი აქვს, მომთმენი, წყნარი ადამიანია. საქმეს მეთოდურად და აუჩქარებლად აკეთებს. ემოციების მართვა კარგად ეხერხება, ამიტომ დაძაბულობა მასში ნელ-ნელა გროვდება, სანამ ისეთ ზღვარს არ მიაღწევს, რომ სტრესი გარდაუვალი ხდება.

რჩევა: თუ რამე გაწუხებთ, მომენტალურად იმოქმედეთ და ბოღმა არ დააგროვოთ. თუ კოლეგამ გაწყენინათ, პასუხი მაშინვე გაეცით. ნუ ეცდებითწყენის დაგროვებას იმ მომენტამდე, სანამ ან სტრესი არ “გაგანადგურებთ”, ან მდგომარეობიდან გამოხვალთ და უსიამოვნებები გარდაუვალი იქნება. გირჩევთ ფიზიკური სამუშაოთი დაკავდეთ, რომელიც დაძაბულობისა და სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ.

ტყუპები
ხშირად არის დაძაბული, რადგან ძალიან ცოტა სჭირდება მდგომარეობიდან გამოსასვლელად. ხშირად სულ მცირე წვრილმანიც კი საკმარისია, რომ საკუთარ თავზე კონტროლი დაკარგოს.

რჩევა
: ისწავლეთ საკუთარი ცხოვრების დაგეგმვა. ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. ძილის წინ მეორე დღის რეჟიმი განსაზღვრეთ - ეს სტრესის მინიმუმამდე დაყვანაში დაგეხმარებათ. ნუ ჩაუღრმავდებით წვრილმანებს. საკუთარ თავს შეკითხვა დაუსვით: ღირს ეს პრობლემა ნერვების მოშლად?

კირჩხიბი:
ვერ იტანს როცა აჩქარებენ, რადგან სწორედ ამ შემთხვევაში განიცდის სტრესს. უჭირს ოჯახის წევრებისა და მეგობრების თხოვნაზე უარის თქმა. როგორც წესი დრო კატასტროფულად არ ჰყოფნის, ამის გამო რაღაც არ გამოსდის, ეს კი მუდმივი დაძაბულობისა და სტრესის საბაბია.

რჩევა:
 ეცადეთ გასაკეთებელი საქმე დროში სწორად გაანაწილოთ. ასე გაცილებით მეტსაც მოასწრებთ და არც აღარავინ დაგაჩქარებთ. თუ რაღაც მაინც ვერ მოასწარით, პანიკაში ნუ ჩავარდებით. უთხარით საკუთარ თავს, რომ ამის გაკეთება ხვალაც შეიძლება . ისწავლეთ უარის თქმაც.

ლომი
ძალიან მომთხოვნია როცა ვიღაც ისე არ იქცევა, როგორც მას მოსწონს, დიდი ხნით განაწყენდება, შემდეგ კი ფეთქდება, რაც სტრესი მიზეზი ხდება.

რჩევა:
 ეცადეთ თავი მოთოკოთ და მოეშვით ადამიანებზე “თავდასხმას” რათა ხშირი კონფლიქტები თავიდან აიცილოთ. გახსოვდეთ, რომ არც თქვენ იქცევით ყოველთვის ისე, როგორც სხვებს სურთ. თუ გრძნობთ, რომ სტრესის ზღვარზე ხართ, გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე, წაიკითხეთ საინტერესო წიგნი, მოკლედ, გადაერთეთ სხვა რამეზე, რაც სტრესის წარმოშობის მიზეზს დაგავიწყებთ.

ქალწული
იმდენად შრომისმოყვარეა, რომ ძალიან უჭირს მოდუნება. ყველაფერი იდეალურად უნდა იყოს და თუ ეს არ გამოსდის, საკმაოდ ღრმა სტრესს განიცდის.

რჩევა
: ჩამოწერეთ ყველაზე მთავარი საქმეების სია, რაც დღის განმავლობაში უნდა გააკეთოთ. ისწავლეთ პრობლემების სათანადოდ შეფასება. იმაზე, რასაც აღარ ეშველება, არ უნდა ინერვიულოთ. თუ ასე მოიქცევით, სტრესის ალბათობას მინიმუმამდე დაიყვანთ.

სასწორი უჭირს გადაწყვეტილების მიღება, ამიტომ მუდმივად ორჭოფობს. ამასთანავე, ცდილობს, ყველასთან მართალი იყოს. ითრგუნება როცა უსამართლობას ხედავს და ამის გამო სტრესს განიცდის.

რჩევა:
 გახსოვდეთ, რომ ცხოვრება ხშირად უსამართლოა და მას თქვენ ვერ გამოასწორებთ. როცა უსამართლობას წააწყდებით, ენერგიის მობილიზება პრობლემის გადაჭრაზე მოახდინეთ. ნუ მიეცემით თვითგვემას, ეს სტრესს უფრო გაგიღრმავებთ.

მორიელი
ისწრაფვის დიდებისკენ, სურს ერთპიროვნული მმართველი იყოს. თუ ამას ვერ ახერხებს, ნერვიულობს, სტრესიც სახეზეა. ბრაზობს იმაზეც, რომ სხვები საქმეს ისე ვერ აკეთებენ, როგორც მას მოსწონს.

რჩევა:
 გაიგეთ, რომ ამ ქვეყანაზე მარტო თქვენ არ ხართ. არსებობენ სხვა ადამიანებიც, რომელთაც საკუთარი აზრი, მისწრაფებები და სურვილები აქვთ. თუ მბრძანებლობის სურვილს მოთოკავთ, სტრესის ალბათობას მინიმუმამდე დაიყვანთ და გარშემომყოფებიც თქვენს მიმართ უფრო ლმობიერები იქნებიან.

მშვილდოსანი
ცდილობს მიუღწეველს მიაღწიოს და როცა ამას ვერ ახერხებს, ღრმა სტრესში ვარდება . ძალიან გულღია და სამართლიანია. ხშირად ამბობს იმას, რაც სხვების განაწყენებას იწვევს.

რჩევა: 
სანამ რამეს იტყოდეთ, სათქმელი წინასწარ კარგად აწონ-დაწონეთ, რადგან შესაძლოა არასწორად გაგიგონ. თუ დაინახეთ, რომ ვიღაცა გაანაწყენეთ, ეცადეთ, სიტუაცია გამოასწოროთ. ნუ ცდილობთ მწვერვალების დაპყრობას, ეს ყოველთვის არ გამოდის.

თხის რქა
ამბიციური ადამიანია. შეუძლია პრობლემებზე კონცენტრირება მოახდინოს. მიუხედავად ასეთი ღირსებებისა, ადვილად ექვემდებარება სტრესს. თუ პრობლემის გადაჭრა ვერ მოახერხა, ხასიათი უფუჭდება და თავს ისე იტანჯავს, სანამ ღრმა სტრესამდე არ მივა.

რჩევა:
 გახსოვდეთ, სანამ რაიმეს გადაწყვეტთ, ახლობლებს მოეთათბირეთ და მათი რჩევებიც გაითვალისწინეთ. ეს არასწორი ნაბიჯებისაგან დაგიცავთ, სანერვიულოც ნაკლები გექნებათ და სტრესსაც თავს აარიდებთ.

მერწყული
არაპროგნოზირებადი და დამოუკიდებელი ხასიათის ადამიანია. წუთიერი განწყობის მიხედვით მოქედებს. არ ძალუძს ცხოვრებისა და საქმის დაგეგმვა, რის გამოც ხშირად სტრესში ვარდება.

რჩევა:
 ხანდახან აზრი სხვებსაც ჰკითხეთ. თქვენი დამოუკიდებლობა სწორად გამოიყენეთ. ეცადეთ სხვებსაც დაეხმაროთ. თუ ყველაფრის გადაწყვეტას მარტო შეეცდებით, შესაძლოა ეს არ გამოგივიდეთ და სტრესიც გარდაუვალი იქნება.

თევზები ადვილად სწყინს. ახლობლების პრობლემები გულთან ახლოს მიაქვს, რაც აღიზიანებს და სტრესულ სიტუაციაში აგდებს. ცდილობს, ყველას დაეხმაროს. მავანი კი ამით სარგებლობს და უამრავ თავსატეხს უჩენს. შედეგი-სტრესი.

რჩევა: ნუ ცდილობთ ყველას დაეხმაროთ, არ არის ეგოიზმი თუ ჯერ საკუთარ თავზე იფიქრებთ, შემდეგ - ახლობლებზე. ეცადეთ, პრობლემები გულთან ახლოს არ მიიტანოთ. ამით სტრესისგან თავს დაიცავთ.



ზოდიაქოს ნიშნების ბედნიერებისთვის აუცილებელი ფერთა გამა

ზოდიაქოს ნიშნების ბედნიერებისთვის აუცილებელი ფერთა გამა
image
ცეცხლის სტიქიის ზოდიაქოს ნიშნების ფერთა გამა:
ვერძი - ფერები: წითელი, მუქი ვარდისფერი, ოქროსფერი, ყვითელი, ღია ყვითელი და მწვანე. ამ ფერებს შესწევთ ძალა ვერძებში სიმშვიდე და საუკეთესო გრძნობები გამოიწვიონ. ამასთანავე, ვერძებს მართავენ კონტრასტული ფერები, ყვითელისა და ცისფერის შერწყმით. როგორც მოგეხსენებათ, ვერძებს არ იზიდავთ კონფლიქტური სიტუაციები და არც მეტად აგრესიულები არიან. ეს ფერები კი მათი ხასიათის ხაზგასმას განაპირობებენ.
ლომი - მუქი ყვითელი, ყავისფერი, ოქროსფერი, ნარინჯისფერი, მუქი ნარინჯისფერი, მწვანე, თეთრი, შავი. ღია, მაგრამ მკაცრი ფერები ლომების შინაგან სამყაროს და მტკიცე ხასიათს გამოხატავენ. ლომები ილტვიან შეუზღუდავი ბატონობისკენ, მათ საკმაოდ დიქტატორული ბუნებაც აქვთ. ნარინჯისფერი ყველაზე თბილი და პოზიტიური ფერია. ამ ზოდიაქოს ნიშანს ნარინჯისფერი ენერგიით აღავსებს. ეხმარება მათ იპოვონ ზღვარი სურვილებსა და რეალობას შორის. ამასთანავე დამაჯერებლობას მატებს მათ.
მშვილდოსანი - ცისფერი და ლურჯის ტონები, იასამნისფერი და მწვანე. ეს ფერები აღნიშნავენ იმას, რომ მშვილდოსნები მეტად კომუნიკაბელურნი არიან. მშვილდოსნებს მართავს წითელი ფერი, მისი გამანეიტრალებელი ფერბი კი ცისფერი და მწვანე გახლავთ. ცისფერი მშვილდოსნებში ფილოსოფიური საკითხებისკენ ლტოლვას განაპირობებს. მათში იდუმალებას აღძრავს და აიძულებს მსგავსი სიტუაციების გამორკვევას.

მიწის სტიქიის ზოდიაქოს ნიშნების ფერთა გამა:
image
კურო - ღია მწვანე და მწვანე ფერის ყველა ტონი, ღია ყვითელი, თეთრი და ცისფერი ფერის ტონები. აღნიშნული ფერები კუროებს იმედით აღავსებენ. განაპირობებენ მათ პოზიტიურ ხასიათსა და განწყობას. აიძულებენ რაციონალურ აზროვნებას. ამ ფერების დახმარებით კუროები ყოველთვის ყოველივეს რეალურად აღიქვამენ და ოცნებაზე უარს ამბობენ.
ქალწული - თეთრი, ცისფერი, მწვანე, ლურჯი და ნაცრისფერი. ამ ფერების საშუალებით ქალწულები მუდამ აკონტროლებენ საკუთარ თავს. ანეიტრალებენ ხშირ შემთხვევაში მათ მოსაწყენ ხასიათს და სიხალვათეს სძენენ. ნაცრისფერი განაპირობებს მორიდებას, რაციონალურობასა და პედანტურობას. რუხი ქალწულებს ეხმარება არ გადადგან დაუფიქრებელი ნაბიჯები და მის ირგვლივ მომხდარ მნშვნელოვან ამბებზე კარგად დაფიქრდნენ. აღნიშნული ფერთა გამა ქალწულებს პრაქტიკულობისკენ მიუთითებს.
თხის რქა - ნებისმიერი მუქი ფერი, დაწყებული ყავისფერიდან დამთავრებული შავით. როგორც წესი, ამ ზოდიაქოს ნიშნის მქონე ადამიანები დიდი ფანტაზიით არასდროს გამოირჩევიან. მათთვის მისაღები ფერთა გამაც სწორედ მათ ხასიათს უსვამს ხაზს. თხის რქებს უყვართ მკაცრი ტონი. მათი ფერთა გამა ქმნის კონსერვატულობის, სტაბილურობისა და პრინციპულობის ნაკრებს.
image
ჰაერის სტიქიის ზოდიაქოს ნიშნების ფერთა გამა:
ტყუპები - იასამნისფერი, რუხი, ნარინჯისფერი და ყვითელი. რუხი ტყუპებს ეხმარება სერიოზულად განეწყონ ამა თუ იმ სიტუაციისადმი და მეტი ყურადღება გამოავლინონ მცირე დეტალებისადმი. ნარინჯისფერისა და ყვითელის დახმარებით ტყუპები ოპტიმიზმით აღივსებიან და მხიარულად უყურებენ საკუთარ ცხოვრებას. იასამნისფერი კი მათ დამაჯერებლობას მატებთ. აღმერთებენ ნარინჯისფერ ტანისამოსსა და ავეჯს.
სასწორი - ღია ყვითელი, მუქი ლურჯი, მწვანე და მისი ტონები. სასწორებს აღნიშნული ფერების შერწყმა თეთრთან უყვართ. ეს ყველაფერი მათ პოზიტიურ განწყობას განაპირობებს. ეს ფერები ხაზს უსვამენ ამ ზოდიაქოს ნიშნების დაუჯერებელ გამომგონებლურ და პიკანტურ ხასიათს. აღნიშნული ფერთა გამა სასწორების დამშვიდებასა და მოდუნებას განაპირობებს.
მერწყული - ყვითელი, ცისფერი, თეთრი. ეს ფერები ხაზს უსვამენ მერწყულების სათუთ და საკმაოდ ნაზ შინაგან სამყაროს. აღნიშნული ფერთა გამა ამ ზოდიაქოს ნიშნებს დადებითად და პოზიტიურად განაწყობს. მათი დახმარებით ისინი მეტად მოსიყვარულენი და ყურადღებიანნი ხდებიან.
image

წყლის სტიქიის ზოდიაქოს ნიშნების ფერთა გამა:
კირჩხიბი - თეთრი, ცისფერი, ვერცხლისფერი, ლურჯი და მწვანე. კირჩხიბებს მართავს მწვანე ფერი. მათი გამანეიტრალებელი ფერები კი იასამნისფერი და ნარინჯისფერი გახლავთ. ეს ფერები მათ ეხმარებიან ენდონ საკუთარ ინტუიციას და აღივსონ უაღრესი ენერგიით. აღნიშნული ფერთა გამის საშუალებით ისინი აკონტროლებენ და ძალიან მარტივად მართავენ საკუთარ თავს.
მორიელი - მუქი ვარდისფერი, მუქი წითელი, წითელის ტონები და ყვითელი. როგორც ცნობილია მორიელები ემოციურობით გამოირჩევიან. ეს ფერები კი ზუსტად გადმოცემენ მათ შინაგან სამყაროს. ამ ფერების საშუალებით ისინი მომთხოვნები, ენერგიულები და საკმაოდ კომუნიკაბელურები ხდებიან.
თევზები - იასამნისფერი, ცისფერი, მწვანე, წითელი, მუქი ვარდისფერი, ლურჯი. ეს ფერები თევზების იდუმალ და მელანქოლიურ შინაგან სამყაროზე მსჯელობენ. ასევე აღნიშნავენ, რომ ამ ზოდიაქოს ნიშნების მქონე ადამიანთათვის ძალიან მნშვნელოვანია საზოგადოების აზრი მათ შესახებ, თუმცა ხშირ შემთვევაში ისინი ასეთ დამოკიდებულებას ნაკლად მიიჩნევენ და არ აღიარებენ რომ ეს ყოველივე მათ ნეგატიურ განწყობას განაპირობებს.