ასტროლოგებს მიაჩნიათ რომ სტრესისადმი მიდრეკილებას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ის, თუ რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშაა ადამიანი დაბადებული. აქ გაიგებთ თუ როგორ იქცევიან ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნები სტრესის ქვეშ და იხილავთ რეომენდაციებსაც ფსიქოთერაპევტებისგან. ვერძი არამდგრადი, მოუსვენარი, გაღიზიანებული ადამიანია. ცდილობს ცხოვრებაში ყველაფერი მოასწროს, ამიტომ ყველაფერს ძალიან სწრაფად აკეთებს. თუ რაიმე არ გამოსდის, ბრაზობს და მდგომარეობიდან გამოდის. რჩევა: წვრილმანებზე ნუ აფეთქდებით. მაგალითად, თუ დაგეგმილი შეხვედრა გადაიდო ან ჩაიშალა, ნუ აბუზღუნდებით და აყვირდებით. შეეცადეთ სხვა საქმეზე გადაერთოთ, მშვიდ, მონოტონურ სამუშაოზე, რომელიც ყურადღების კონცენტრაციას ითხოვს. ამით სტრესის ალბათობას მინიმუმამდე დაიყვანთ. კურო მშვიდი ხასიათი აქვს, მომთმენი, წყნარი ადამიანია. საქმეს მეთოდურად და აუჩქარებლად აკეთებს. ემოციების მართვა კარგად ეხერხება, ამიტომ დაძაბულობა მასში ნელ-ნელა გროვდება, სანამ ისეთ ზღვარს არ მიაღწევს, რომ სტრესი გარდაუვალი ხდება. რჩევა: თუ რამე გაწუხებთ, მომენტალურად იმოქმედეთ და ბოღმა არ დააგროვოთ. თუ კოლეგამ გაწყენინათ, პასუხი მაშინვე გაეცით. ნუ ეცდებითწყენის დაგროვებას იმ მომენტამდე, სანამ ან სტრესი არ “გაგანადგურებთ”, ან მდგომარეობიდან გამოხვალთ და უსიამოვნებები გარდაუვალი იქნება. გირჩევთ ფიზიკური სამუშაოთი დაკავდეთ, რომელიც დაძაბულობისა და სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ. ტყუპები ხშირად არის დაძაბული, რადგან ძალიან ცოტა სჭირდება მდგომარეობიდან გამოსასვლელად. ხშირად სულ მცირე წვრილმანიც კი საკმარისია, რომ საკუთარ თავზე კონტროლი დაკარგოს. რჩევა: ისწავლეთ საკუთარი ცხოვრების დაგეგმვა. ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. ძილის წინ მეორე დღის რეჟიმი განსაზღვრეთ - ეს სტრესის მინიმუმამდე დაყვანაში დაგეხმარებათ. ნუ ჩაუღრმავდებით წვრილმანებს. საკუთარ თავს შეკითხვა დაუსვით: ღირს ეს პრობლემა ნერვების მოშლად? კირჩხიბი: ვერ იტანს როცა აჩქარებენ, რადგან სწორედ ამ შემთხვევაში განიცდის სტრესს. უჭირს ოჯახის წევრებისა და მეგობრების თხოვნაზე უარის თქმა. როგორც წესი დრო კატასტროფულად არ ჰყოფნის, ამის გამო რაღაც არ გამოსდის, ეს კი მუდმივი დაძაბულობისა და სტრესის საბაბია. რჩევა: ეცადეთ გასაკეთებელი საქმე დროში სწორად გაანაწილოთ. ასე გაცილებით მეტსაც მოასწრებთ და არც აღარავინ დაგაჩქარებთ. თუ რაღაც მაინც ვერ მოასწარით, პანიკაში ნუ ჩავარდებით. უთხარით საკუთარ თავს, რომ ამის გაკეთება ხვალაც შეიძლება . ისწავლეთ უარის თქმაც. ლომი ძალიან მომთხოვნია როცა ვიღაც ისე არ იქცევა, როგორც მას მოსწონს, დიდი ხნით განაწყენდება, შემდეგ კი ფეთქდება, რაც სტრესი მიზეზი ხდება. რჩევა: ეცადეთ თავი მოთოკოთ და მოეშვით ადამიანებზე “თავდასხმას” რათა ხშირი კონფლიქტები თავიდან აიცილოთ. გახსოვდეთ, რომ არც თქვენ იქცევით ყოველთვის ისე, როგორც სხვებს სურთ. თუ გრძნობთ, რომ სტრესის ზღვარზე ხართ, გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე, წაიკითხეთ საინტერესო წიგნი, მოკლედ, გადაერთეთ სხვა რამეზე, რაც სტრესის წარმოშობის მიზეზს დაგავიწყებთ. ქალწული იმდენად შრომისმოყვარეა, რომ ძალიან უჭირს მოდუნება. ყველაფერი იდეალურად უნდა იყოს და თუ ეს არ გამოსდის, საკმაოდ ღრმა სტრესს განიცდის. რჩევა: ჩამოწერეთ ყველაზე მთავარი საქმეების სია, რაც დღის განმავლობაში უნდა გააკეთოთ. ისწავლეთ პრობლემების სათანადოდ შეფასება. იმაზე, რასაც აღარ ეშველება, არ უნდა ინერვიულოთ. თუ ასე მოიქცევით, სტრესის ალბათობას მინიმუმამდე დაიყვანთ. სასწორი უჭირს გადაწყვეტილების მიღება, ამიტომ მუდმივად ორჭოფობს. ამასთანავე, ცდილობს, ყველასთან მართალი იყოს. ითრგუნება როცა უსამართლობას ხედავს და ამის გამო სტრესს განიცდის. რჩევა: გახსოვდეთ, რომ ცხოვრება ხშირად უსამართლოა და მას თქვენ ვერ გამოასწორებთ. როცა უსამართლობას წააწყდებით, ენერგიის მობილიზება პრობლემის გადაჭრაზე მოახდინეთ. ნუ მიეცემით თვითგვემას, ეს სტრესს უფრო გაგიღრმავებთ. მორიელი ისწრაფვის დიდებისკენ, სურს ერთპიროვნული მმართველი იყოს. თუ ამას ვერ ახერხებს, ნერვიულობს, სტრესიც სახეზეა. ბრაზობს იმაზეც, რომ სხვები საქმეს ისე ვერ აკეთებენ, როგორც მას მოსწონს. რჩევა: გაიგეთ, რომ ამ ქვეყანაზე მარტო თქვენ არ ხართ. არსებობენ სხვა ადამიანებიც, რომელთაც საკუთარი აზრი, მისწრაფებები და სურვილები აქვთ. თუ მბრძანებლობის სურვილს მოთოკავთ, სტრესის ალბათობას მინიმუმამდე დაიყვანთ და გარშემომყოფებიც თქვენს მიმართ უფრო ლმობიერები იქნებიან. მშვილდოსანი ცდილობს მიუღწეველს მიაღწიოს და როცა ამას ვერ ახერხებს, ღრმა სტრესში ვარდება . ძალიან გულღია და სამართლიანია. ხშირად ამბობს იმას, რაც სხვების განაწყენებას იწვევს. რჩევა: სანამ რამეს იტყოდეთ, სათქმელი წინასწარ კარგად აწონ-დაწონეთ, რადგან შესაძლოა არასწორად გაგიგონ. თუ დაინახეთ, რომ ვიღაცა გაანაწყენეთ, ეცადეთ, სიტუაცია გამოასწოროთ. ნუ ცდილობთ მწვერვალების დაპყრობას, ეს ყოველთვის არ გამოდის. თხის რქა ამბიციური ადამიანია. შეუძლია პრობლემებზე კონცენტრირება მოახდინოს. მიუხედავად ასეთი ღირსებებისა, ადვილად ექვემდებარება სტრესს. თუ პრობლემის გადაჭრა ვერ მოახერხა, ხასიათი უფუჭდება და თავს ისე იტანჯავს, სანამ ღრმა სტრესამდე არ მივა. რჩევა: გახსოვდეთ, სანამ რაიმეს გადაწყვეტთ, ახლობლებს მოეთათბირეთ და მათი რჩევებიც გაითვალისწინეთ. ეს არასწორი ნაბიჯებისაგან დაგიცავთ, სანერვიულოც ნაკლები გექნებათ და სტრესსაც თავს აარიდებთ. მერწყული არაპროგნოზირებადი და დამოუკიდებელი ხასიათის ადამიანია. წუთიერი განწყობის მიხედვით მოქედებს. არ ძალუძს ცხოვრებისა და საქმის დაგეგმვა, რის გამოც ხშირად სტრესში ვარდება. რჩევა: ხანდახან აზრი სხვებსაც ჰკითხეთ. თქვენი დამოუკიდებლობა სწორად გამოიყენეთ. ეცადეთ სხვებსაც დაეხმაროთ. თუ ყველაფრის გადაწყვეტას მარტო შეეცდებით, შესაძლოა ეს არ გამოგივიდეთ და სტრესიც გარდაუვალი იქნება. თევზები ადვილად სწყინს. ახლობლების პრობლემები გულთან ახლოს მიაქვს, რაც აღიზიანებს და სტრესულ სიტუაციაში აგდებს. ცდილობს, ყველას დაეხმაროს. მავანი კი ამით სარგებლობს და უამრავ თავსატეხს უჩენს. შედეგი-სტრესი. რჩევა: ნუ ცდილობთ ყველას დაეხმაროთ, არ არის ეგოიზმი თუ ჯერ საკუთარ თავზე იფიქრებთ, შემდეგ - ახლობლებზე. ეცადეთ, პრობლემები გულთან ახლოს არ მიიტანოთ. ამით სტრესისგან თავს დაიცავთ. |
Friday, February 8, 2013
სტრესი და ზოდიაქოს ნიშნები
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment