Thursday, July 11, 2013

ოჯახური ურთიერთობების რღვევა და ბავშვის ფსიქიკური განვითარება

თარიღი: 08 ივლისი 2013
ავტორი: ქეთევან ოსიაშვილი
ოჯახური ურთიერთობების რღვევა, განურჩევლად მიზეზისა, მწვავე ემოციური განცდების საფუძველია. განსაკუთრებით რთულდება ვითარება, როცა ოჯახში ბავშვი იზრდება, მეუღლეები კი დაცილებას გადაწყვეტენ. არცთუ იშვიათად ცოლ-ქმარი ოჯახის შენარჩუნებას ცდილობს, რათა ტრავმა არ მიაყენოს ბავშვს, მაგრამ მათი ყოველდღიური ფარული თუ აშკარა დაძაბული ურთიერთობა პატარასთვის ორმაგად მატრავმირებელი ხდება.

ამრიგად, როცა გაყრა ნამდვილად სასურველია მშობლებისთვის, ბავშვისთვის იგი აუცილებელიც კია. ოჯახში, სადაც გამუდმებით მეფობს დაძაბულობა, უსასრულოდ მეორდება კონფლიქტები, ბავშვი ორმაგად უბედურად გრძნობს თავს. ამ დროს გაყრა გარდაუვალი ნაბიჯია, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მშობლების დაცილება, განურჩევლად იმისა, რა მიზეზით ხდება ეს და როგორ წარიმართება მათი შემდგომი ურთიერთობა, ბავშვისთვის მაინც თავზარდამცემი და გამანადგურებელია. მისმა შედეგებმა შესაძლოა თავი იჩინოს დაუყოვნებლივ ან მოგვიანებით, გარდამავალ პერიოდში.
რამდენად მატრავმირებელი იქნება ბავშვისთვის მშობლების დაცილება, მათ შემდგომ ქცევაზეა დამოკიდებული. ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებლობის შემთხვევაში, მეუღლეები ერთმანეთს უნდა დაშორდნენ რაც შეიძლება მშვიდად და სწრაფად. ამასთან ერთად, მათი უპირველესი საზრუნავი გაყრის შემდეგ შვილის ემოციური სიმშვიდე უნდა გახდეს. მათი ნებისმიერი ქმედება ბავშვის სულიერი წონასწორობის დაცვისკენ უნდა იყოს მიმართული, რათა მშობლების დაცილებამ უარყოფითი კვალი არ დააჩნიოს მის ფსიქიკურ განვითარებას.
განქორწინების შემთხვევაში მშობლების მხრივ ყველაზე გონივრული საქციელი იქნება, თუ ისინი ბავშვს, თუნდაც სრულიად პატარას, მისთვის გასაგებ ენაზე ეტყვიან სიმართლეს. ოჯახიდან წასულ მშობელზე საუბრისთვის ტაბუს დადება ბავშვისთვის ხშირად მძიმე ემოციური განცდების წყაროდ იქცევა. გასათვალისწინებელია, რომ რა არასასურველი მეუღლე და სიძეც არ უნდა იყოს, ბავშვისთვის მამა, თუ ოდნავ მაინც ინტერესდება მისი ცხოვრებით და მცირე ხანს მაინც უთმობს მას, საყვარელი ადამიანია. ამასთან, ბავშვი, თუნდაც სრულიად პატარა, შესაძლოა ხედავდეს ოჯახიდან წასული მამის იმ თვისებებსაც, რომლებსაც დედა ან ბებია ვერ ამჩნევენ. ბავშვს უყვარს მამა, მაშინაც კი როცა ის მის გვერდით არ არის. ამდენად, მამაზე საუბრის აკრძალვა და დედისა და ბებიის მცდელობა, დაავიწყონ ბავშვს ცოცხალი მამის არსებობა, ბავშვისთვის შესაძლოა მძიმე სულიერი განცდების მიზეზად იქცეს და მძიმე კვალი დააჩნიოს მის შემდგომ ემოციურ ცხოვრებას.
თუ განქორწინება მკაცრ აუცილებლობად იქცა, სასურველია, ის იყოს მხოლოდ ცოლ-ქმრის საქმე და არა მრავალრიცხოვანი სანათესავო-სანაცნობოსი. მით უმეტეს არასასურველია მეუღლეთა მშობლების ჩარევა. მხოლოდ ძალზე დისციპლინირებულ და გონიერ ადამიანებს შეუძლიათ შეიკავონ თავი ბავშვზე ზემოქმედების ცდუნებისაგან და ოჯახიდან წასული მშობელი უარყოფით პიროვნებად არ წარმოუდგინონ მას. იშვიათი არ არის, როდესაც გაყრილი ცოლ-ქმრის მშობლები უცხოსთანაც კი ვერ მალავენ ანტიპათიას, სიძულვილს ყოფილი სიძის ან რძლის მიმართ. საეჭვოა, ისინი ოჯახის წევრებთან ახერხებდნენ სულიერი წონასწორობის შენარჩუნებას და აუგად არ იხსენიებდნენ ბავშვის მშობელს.
განქორწინებული მეუღლეები, ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებლად უნდა მიისწრაფოდნენ იმისკენ, რომ მას ჰქონდეს იმ ბებიასთან ურთიერთობის საშუალება, რომელთანაც არ ცხოვრობს. ის ისეთივე საყვარელ ადამიანად უნდა რჩებოდეს ბავშვისთვის, როგორიც იყო მშობლების განქორწინებამდე. საოცრად დიდი შეცდომა მოსდით დედებს, როცა ბებიასთან, ყოფილ დედამთილთან ურთიერთობის საშუალებას არ აძლევენ ბავშვს. ადვილი არ არის განქორწინების შემდეგ ყოფილი მეუღლის მშობლებისადმი ნორმალური დამოკიდებულების შენარჩუნება. ეს დიდ ტაქტსა და მოთმინებას მოითხოვს ორივე მხრიდან. ამ ვითარებაში ორივე მხარე უნდა არიდებდეს თავს უარყოფითი გამონათქვამებსა და მოქმედებებს ბავშვის დედის ან მამის მისამართით. ოჯახური ურთიერთობების რღვევის შემდეგ ერთ-ერთ მშობელსა და მის ახლობლებთან ხანგრძლივმა განშორებამ, მათი შეხვედრებისთვის ხელის აქტიურად შეშლამ არ შეიძლება სერიოზული კვალი არ დააჩნიოს ბავშვის ემოციურ ცხოვრებას. ასეთ პირობებში არსებობს საშიშროება, ბავშვი გახდეს გულჩათხრობილი, ჩაკეტილი, ადვილად აღგზნებადი, ნევროზული, ემოციურად გაუწონასწორებელი და არაკომუნიკაბელური, რაც საკმაოდ გაურთულებს ურთიერთობას გარშემო მყოფებთან - თანატოლებსა და უფროსებთან.
განქორწინების შემდეგ ოჯახიდან წასული მშობლის ბავშვთან შეხვედრა ხშირად გადაუჭრელი პრობლემაა. ზოგიერთი მშობელი, აქაოდა, ბავშვზე ვზრუნავო, უკრძალავს ყოფილ მეუღლეს მასთან შეხვედრას; არც მისდამი სიძულვილის გამოხატვას არ ერიდება ბავშვის თანდასწრებით და მიისწრაფის, ნებისმიერ ფასად იძიოს შური მასზე. თუ არა შურისძიება, სხვა რა შეიძლება ეწოდოს იმ მშობლის საქციელს, რომელიც ყოველნაირად ცდილობს, მოარიდოს ბავშვი ყოფილ მეუღლესთან შეხვედრას და ამისთვის ხშირად არათუ სკოლას, ბინასაც კი უცვლის ბავშვს? ბინაზე რომ არაფერი ვთქვათ, სკოლის ხშირი ცვლა, განსაკუთრებით - სასკოლო ცხოვრების დასაწყისში, სრულიად გაუმართლებელია როგორც პედაგოგიური, ასევე ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც, ვინაიდან ამ პერიოდში წარმოიშობა პრობლემათა წყება (სკოლასთან ადაპტაციის, სასწავლო მოტივაციის ჩამოყალიბების და სხვა), რომელთა წარმატებით მოგვარებას ძლიერ უშლის ხელს სასწავლო გარემოს, ბავშვთა კოლექტივისა და პედაგოგების ხშირი მონაცვლეობა. დაბოლოს, ორივე მშობელთან სისტემატური კონტაქტი, მათი განქორწინების შემთხვევაშიც კი, უპირველესად ბავშვის ემოციური წონასწორობისთვის, მისი შედგომი განვითარებისთვის არის საჭირო.
ზემოთქმულის გათვალისწინებით, მიუხედავად უარყოფითი ემოციებისა, რომლებიც ოჯახური ურთიერთობების რღვევას ახლავს თან, მშობლების განშორებას ბავშვი ჯერ კიდევ არ აღიქვამს დიდ ტრაგედიად; ამად ის მაშინ იქცევა, თუ განქორწინებული მეუღლეები ერთმანეთს მტრებად მოეკიდნენ და ბავშვი ერთმანეთზე შურისძიების იარაღად გამოიყენეს.
ამრიგად, თუ განქორწინებულ მეუღლეებს სურთ, მათი შვილის განვითარება ნორმალურად წარიმართოს, ოჯახის დანგრევა უარყოფითად არ აისახოს მის ემოციურ ცხოვრებასა და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, სასწავლო საქმიანობაზე, მათ უნდა დაივიწყონ წყენა და შეუქმნან ბავშვს ემოციური კომფორტის განცდა.

Wednesday, June 12, 2013

სამსახურში ძილი აუცილებელია

რამდენიმე დღის წინ რუსულ მას-მედიაში ერთი უცნაური და ამავდროულად სახალისო ინფორმაცია გამოქვეყნდა.
გამოუძინებელი ადამიანი რომ სამსახურში ვერაფერს გააკეთებს, ბელორუსის დედაქალაქ მინსკში უკვე მიხვდნენ. ამ ქალაქში მომუშავე სარეკლამო სააგენტომ - „თეთრი კვადრატი“ ახალი დადგენილება „მიიღო“ ძილისგუდა თანამშრომლებისთვის და მათ ნება დართო სურვილის მიხედვით სამუშაო მაგიდებზე დაიძინონ. არავის აქვს კოლეგის გაღვიძების უფლება და ვინც იხმაურებს, მკაცრად დაისჯება.
ფირმის მესვეურთა ამ ორიგინალურმა გადაწყვეტილებამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ადგილობრივ მეცნიერთა ნაწილი ამ ფაქტს მიესალმება, რადგან სამუშაო მაგიდაზე ნანახმა სიზმარმა შეიძლება გადატრიალება მოახდინოს. მაგალითისთვის მენდელეევის მიერ პერიოდულობის სისტემის აღმოჩენასა და ნილს ბორის მიერ ატომის მოწყობის მოდელის ხილვას ასახელებენ. მთავარია, ადამიანი საკუთარ სამუშაო დავალებაზე ფიქრობდეს ჩაძინების წინ და სიზმარში მისი ეფექტური შესრულების გზის დანახვა გარანტირებული ექნება.
ბევრი ირონიით უყურებს ამ ყველაფერს, მაგრამ ფაქტია, რომ „თეთრი კვადრატი“ ქვეყანაში ყველაზე ძლიერ და წარმატებულ სარეკლამო ორგანიზაციად ითვლება.
უფრო სარწმუნოა ვარიანტი, რომ სააგენტო ამ უცნაური დადგენილებით თვითრეკლამას ეწევა, საზოგადოების ყურადღების მიპყრობას ცდილობს. საინტერესოა, რომ კომპანიას „დადგენილების“ მიღების შემდეგ კლიენტთა რიცხვი გაუორმაგდა.

Google-ის ოფისი ლონდონში


ლონდონში GOOGLE-ის ოფისის დიზაინზე მუშაოდა სტუდია PENSON. ოფისში რომლის საერთო ფართი აღემატება 14865 კვ.მ. წარმოდგენილია სხვადასხვა თემატური ზონები, მათ შორის მთავარი მისაღები, ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზი, კაფე, რესტორანი და სხვა დანიშნულების სამუშაო ან გასართობი ოთახები, ქალაქზე პანორამული ხედებით.

მიუხედავად იმისა, რომ ოფისში განთავსებულია 1250-მდე მაგიდა და ამდენივე სკამი, ოფისი უფრო ჰგავს საცხოვრებელ პენტჰაუსს ორანჟერეით, ღია ბაღებით და კრეატიული დიზაინის ოთახებით. სწორედ ხსენებული მიდგომა განაპირობებს ოფისის თანამშრომლების მოტივაციას სრულყოფილი მუშაობისთვის, რაც პირველ რიგში განაპირობებს კომპანიის წარმატებას.

Monday, June 3, 2013

დირბის “მიდგომილი ღვთისმშობელი” – უშვილოთა და ორსულთა შემწე

 ქარელის რაიონის სოფელ დირბში X საუკუნეში აგებული დირბის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი მდებარეობს. აქვე მროველ – ურბნელი მიტროპოლიტი იობის (აქიაშვილი) ლოცვა – კურთხევით 2001 წლის პირველ მაისს დედათა მონასტერი დაარსდა. 
დირბის ღვთისმშობლის ფრესკატაძარი განსაკუთრებული ისტორიული მნიშვნელობისაა. წყაროებზე დაყრდნობით, დირბის მონასტერი XVI საუკუნიდან იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მეტოქი იყო, ანუ ის თავისი მამულებით ჯვრის მონასტერს ექვემდებარებოდა და მას ჯვრის მონასტრის არქიმანდრიტი განაგებდა. XXI საუკუნის დასაწყისისთვის კი ამ ფასდაუდებელ საუნჯეს თითქმის სრულიად მიწით დაფარულსა და განადგურებულს ვხედავთ.
2003 წელს ტაძარსა და სამრეკლოს რესტავრაცია ჩაუტარდა. ტაძარში მოიხსნა ნალესი ფენა, რის შემდეგაც გამოჩნდა XIV ს.-ის უნიკალური ფრესკები. დირბის ტაძრის მოხატულობა ამ პერიოდში ფართოდ გავრცელებულ პალეოლოგოსთა მხატვრულ სტილს მიეკუთვნება. ეს სტილი XIII საუკუნის დასაწყისში ჩამოყალიბდა ბიზანტიის სულიერი კულტურის ცენტრებში – კონსტანტინოპოლსა და თესალონიკში და სწრაფად გავრცელდა ბიზანტიური კულტურის არეალის მართლმადიდებლურ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც. მხატვრობის ძირითადი ნაწილი ღვთისმშობლის ცხოვრების ამსახველ ციკლს ეთმობა, მათ შორის არის უნიკალური ფრესკა “იოსების ყვედრება”, სადაც ფაქიზი ოსტატობითაა გამოსახული განსაკუთრებული დედობრივი სითბოთი სავსე “მიდგომილი (ორსული) ღვთისმშობელი”.
დირბის „მიდგომილ ღვთისმშობელს“, რომლის მსგავსი გამოსახულებაც ძალზედ იშვიათია მართლმადიდებლურ სამყაროში, მრავალი სასწაული უკავშირდება. მათ შესახებ “ამბიონს”დირბის დედათა მონასტრის წინამძღვარი იღუმენია ნატალია (ხახუტაიშვილი) უამბობს:
„ღვთისმშობლის გამოსახულება სცენის დანარჩენ ნაწილთან შედარებით კარგადაა შემონახული. როგორც ამბობენ, ტაძრის კედლებიდან ნალესი ფენის მოხნისას პირველად სწორედ თითქმის უვნებელი დირბის ღმრთისმშობლის გამოსახულება გამოჩნდა, როგორც ნიშანი იმისა, რომ არც ნალეს ფენას, არც დროს, არც ბოროტის მსახვრალ ხელსა და ძალაუფლებას არ შეუძლია ადამიანების გულებიდან ამოშალოს ღვთის სიყვარული და სასოება. დირბის ღმრთისმშობელი გახლავთ ღვთისმშობლის უიშვიათესი გამოსახულება, რომელიც უნიკალურია თავისი შესრულების მანერითა და განსაკუთრებული სიფაქიზით. ფრესკიდან დაიწერა რამდენიმე ხატი, რომლებიც მონასტერშია დაბრძანებული.
დირბის მიდგომილი ღვთისმშობელი წყაროა მრავალი სასწაულისა, რომელიც მასთან თხოვნით მისული რწმენით აღსავსე ადამიანებისათვის ოდითგანვე აღსრულდებოდა, ღვთისმშობლის მოწყალების ნაკადული დღემდე გადმოსჩქეფს და სასწაულები გრძელდება…
დირბის ღვთისმშობელი, უპირველეს ყოვლისა, უშვილოთა და ორსულთა შემწეა და სწორედ ამიტომ მასთან გულმხურვალე ვედრებით უწყვეტად მოედინება შვილიერების მოსურნე წყვილთა ნაკადი. მათგან უმეტესობა, გარკვეული პერიოდის შემდეგ, კვლავ ბრუნდება მასთან – ნაცვლად ტკივილისა უკვე მადლიერებით აღსავსე თვალებით.
მონასტერმა 2010 წელს გამოსცა დირბის ღვთისმშობლის პარაკლისი, რომლიც აქვეა შედგენილი. უშვილო წყვილთა შემწეობისათვის მონასტერში იქსოვება სარტყელი უშვილოთათვის. სარტყელს, რა თქმა უნდა, სიმბოლური დატვირთვა აქვს და უკავშირდება უშვილოთა და ფეხმძიმეთა შემწე დირბის ღვთისმშობელს. იგი წყვილებს მის მეტ სასოებასა და რწმენას შთაუნერგავს. ტაძრის მოლოცვისა და სარტყელის გამოყენების შემდეგ არაერთი უშვილო გამხდარა დირბის ღვთისმშობლის შეწევნისა და წყალობის ღირსი.”
მონასტერში დირბის ღვთისმშობლის მეოხებით აღსრულებული სასწაულების მოძიება-შეგროვება ხდება. მორწმუნენი, საკუთარი ხელით წერენ დირბის ღვთისმშობლისადმი ვედრების შემდეგ მათ თავს აღსრულებული სასწაულების – შვილიერების, კურნებებისა და სხვათა შესახებ. ეს საქმიანობა დირბის დედა ღვთისმშობლის კიდევ მეტად განდიდებას ემსახურება.
“ამბიონის” მკითხველს გაგაცნობთ რამდენიმე ჩანაწერს, რომელიც დირბის ღვთისმშობლის მიერ აღსრულებულ სასწაულს უკავშირდება.
ნინო ხარაბაძე: “მადლობა დირბის დედათა მონასტერს იმისათვის, რომ ორწლინახევრის წინ სასწაული მოახდინა ამ სასწაულთმოქმედმა მონასტერმა და ჩემს დას – ანას შეეძინა (9 წლის განმავლობაში არ უჩნდებოდა შვილი) პატარა ანდრია”.
მარინე ბიწაძე-ხომერიკი: “8 წელი არ გვყავდა შვილი, დირბის მონასტრის ღვთისმშობლის შეწევნით გვეყოლა გოგონა – ნინო. დიდი მადლობა დირბის ღვთისმშობელს მოწყალებისთვის”.
ინგა დვალი: “შვილი – ეს ღვთისაგან ბოძებული უდიდესი საჩუქარია, რომელიც ყველა ოჯახისათვის სიხარულისა და ბედნიერების მომტანია. 2009 წლის იანვარში სიყვარულით შევქმენი ოჯახი, ძალიან ბედნიერი ვიყავი, მოსიყვარულე მეუღლე… სრულ ბედნიერებას მხოლოდ ერთი რამ უშლიდა ხელს. დრო გადიოდა და შვილი კი არ მიჩნდებოდა. ორი წელი ვმკურნალობდი, რომელ ექიმთან არ ვიყავი, მაგრამ უშედეგოდ…
დროთა განმავლობაში ვხვდებოდით, რომ ამ ყველაფერს აზრი არ ჰქონდა. ყველაფერი უფლის ნება იყო. ამიტომ მკურნალობა შევწყვიტე და მე და ჩემმა მეუღლემ გავაძლიერეთ ლოცვა, მარხვა, დავიწყეთ მონასტრების მოლოცვა: ზუგდიდში, სალხინოში, გოგნში…
მამაომ (მამა პეტრემ) მომცა ლოცვა–კურთხევა, რომ რამდენიმე დღით დედათა მონასტერში წავსულიყავი და მეც დირბის დედათა მონასტერში წავედი, რადგან დედა ნატალიასგან ვიცოდი მიდგომილი ღვთისმშობლის ხატის სასწაულთმოქმედების შესახებ. ხატის წინაშე ვლოცულობდი, ვთხოვდი ღვთისმშობელს მოწყალება მოეღო. მონასტრიდან წამოვიღე სარტყელი, რომელსაც უდიდესი ძალა აქვს. სატრყელს დღემდე ვატარებ.
5 თვის შემდეგ დავრჩი ფეხმძიმედ, უბედნიერესი ვარ, რადგან ღვთის წყალობით პატარას ველოდები. მადლობა ღმრთისმშობელს რომ მოწყალება მოიღო. მსურს ჩემსავით ბედნიერები იყოთ. გირჩევთ მოილოცოთ დირბის დედათა მონასტერი, მიენდეთ უფალს და თქვენი ნატვრა, გახდეთ “დედა” აგისრულდებათ. უფალი და ღვთისმშობელი იყოს თქვენი მფარველი. უფალმა გისმინოთ. ამინ!”
დირბის ღვთისმშობლის წყალობით ქვეყანას მრავალი პატარა მოევლინა და გამოჯანმრთელდა. ვინც დირბის მიდგომილ ღვთისმშობელს რწმენით ევედრება, დედაღვთისა თავისი დედობრივი შეწევნით შეეწევა. დედაღვთისა იყოს ყველა უშვილო წყვილისა და ორსულთა შემწე.
თეონა ნოზაძე
გამოქვეყნებულია: 20.05.2013

Monday, April 29, 2013

რა აღმოაჩინეს ბერმუდის სამკუთხედის ტერიტორიის ფსკერზე


imageimage
კუბას სანაპიროების მიმდებარე ტერიტორიის ფსკერზე ჩატარებულმა კვლევებმა დაამტკიცა, რომ ბერმუდის სამკუთხედის ტერიტორიის ფსკერზე გიგანტური ქალაქია განლაგებული.

imageმკვლევრების განცხადებით აღმოჩენილი ქალაქის ნანგრევები 600 ფუტით დაბლაა ოკეანის დონეზე…მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ქალაქი ატლანტიდა 10 000 წელზე მეტს მოითვლის.

imageქალაქის ცენტრში სფინქსის რამდენიმე ქანდაკებაა განლაგებული.ასევე ოთხი უზარმაზარი პირამიდა.აღმოჩენილია ასევე მცენარეები, შენობა-ნაგებობები და უცნაური ქანდაკებები, რომელთა დანიშნულება მეცნიერებს ჯერ არ გაურკვევიათ…
image 
ჟურნალისტ ლუის ფერნანდეს მარიანას თქმით ატლანტიდა რამდენიმე ათწლეულის წინ იყო აღმოჩენილი, მაგრამ დახურული იყო ეს ზონა კუბაში არსებული გარკვეული კრიზისების გამო.


Thursday, April 11, 2013



ალბათ გსმენიათ უცხოპლანეტელების ავარიის შესახებ აშშ-ში როზულემოს თავზე , მას შემდეგ უკვე 63 წელი გავიდა და მხოლოდ ახლა ხდება ნათელი ახალი და შოკისმომგვრელი ფაქტები.შეგახდენებთ , რომ ავარია მოხდა 1947 წლის აგვისტოში, თუმცა ეს ფაქტი მალევე მიიმალა დღეს კი ვგებულობთ , რომ 67 წლის წინ მოხდა არა ერთი , არამედ სამი ავარია და ერთ-ერთი აქედან ამერიკაში მცხოვრები ინდიელების დასახლების თავზე.
ამდენი ხნის მანძილზე არცერთ ჟურნალისტს და მეცნიერს თავში არ მოსვლია და არ მისულა ინდიელ მოსახლეობასთან რათა მათთვის აზრი ეკითხათ , ისინი ხომ მომხდარ ავასიათან ძალიან ახლოს იყვნენ, მაგრამ ითვლებოდა , რომ ისინი ამ ყველაფერს ლეგენდებად აქცევდნენ , მშობლებიდან მოყოლილს დაამახინჯებდნენ და უფრო გაავრცობდნენ და ეს ისედაც ჩახლართულ და არეულ სიტუაციას კიდევ ახალ ამოუხსნელ ფაქტებს შესძენდა
ამავდროულად არც ინდიელები გამოდიოდნენ კონტაქტზე , პირიქით მათ ტაბუ დაადეს ამ თემას და მიუხედევად იმისია , რომ იცოდნენ სადაც ‘’ვარსკვლავები’’ ცვიოდა იქ ყოველთვის ჯარისკაცები მიდიოდნენ.
მხოლოდ 1955 წლის ნოემბერში , გერმანელმა მეცნიერმა მიხაილ ხეზემანმა ჩაატარა გამოკითხვები იქ მცოხვრები ინდიელების შთამომავლობასთან და მრავალ სენსაციურ ფარდას ახადა ფარდა (თუმცა მანამდე არსებული ჟურნალისტების აზრი ჩემი აზრით მართალი გამოდგა, ისტორია შეცვლილია, თუმცა მოსმენა ღირს)
ინდიელები ამტკიცებდნენ , რომ 1947 წელს არა ერთი არამედ სამი ავარია მოხდა , პირველი მოხდა სოკოროსთან ახლოს ივნისის დასაწყლისში , მეორე ჩვენთვის ცნობილი როზულემოს ავარია მოხდა აგვისტოში , ხოლო მესამე ავარია მოხდა ფორ-კორნესაში , არიზონას ჩრდილოეთით. თუმცა ამ ფაქტებმა ხეზემანის გაკვირვება ვერ მოახერხა , რადგან იგი მანამდეც ამტკიცებდა , რომ როზულემოს ავარია არ იყო ერთადერთი.ვნახოთ რამ გააოცა იგი.
პატარა უცხოპლანეტელი?
ერთ-ერთი უცნაირ ფაქტად ალბათ ის ჩაითვლება , რომ მეორე ავარიის დროს , ინდიელების დასახლებაში გამოჩნდა უცნაური , რუხი შეფერილობის გოგონა , რომელიც მხოლოდ ბავშვებს ეკარებოდა , ბევრს მისი ეშინოდა თუმცა ვინც მასთან ერთად თამაშობდა ავადდებოდა. ამ ისტორია მხოლოდ იმ ფაქტით თუ  დავამტკიცებთ , რომ ინდიელი ბავშვები , რომლებსაც წარმოდგენა არ ჰქონდად როგორი იყო ‘’უცხოპლანეტელი’’ ქვიშაში თუ კედლებზე მათგან მხოლოდ ერთ არსებას ხატავდნენ.
გადარჩენილი უცხოპლანეტელი
ერთდადერთი ინდიელი ვინც სრულფასოვნად ახერხებდა ინფორმაციის გადმოცემას და ჩამოყალიბებას იყო რობის მორნინგსკი, სწორად მასგან აიღო ინტერვიუ ხეზერმანმა და მისგანვე მოისმინა ბაბუასგან გადმოცემული სენსაციური ამბავი. როგორც რობის ბაბუა ყვებოდა , ჯარისკაცები ჩამოვარდნის ადგილას დიდი ზომის მანქანებით შეიარაღებულნი მიდიოდნენ , თუმცა რამოდენიმე ინდიელმა მაინც შეძლო ერთი უცხოპლანეტელის გადარჩენა , იგი თვითინ კარნახობდა როგორ უნდა ემკურნალად მისთვის (საინტერესოა რა ენაზე ლაპრაკობდა , ეს ამბავი მართლა გავრცობილს გავს) და რამოდენიმე თვეში გამოჯანმრთელდა.მას თან ჰქონდა მწვანე კრისტალი , რომლითაც ინდიელებს მთელ გალაქტიკას აჩვენებდა , მისივე მტკიცებით გალაქტიკებს შორის ომი მიმდინარეობს და ის ღმერთები , რომლებისაც ადამიანებს სჯერად უცხოპლანეტელები არიან.
ჩვენ მონები ვართ?
ყველაზე საინტერესო ჯერ კიდევ წინ არის , რობი მის ბაბაუს  ამვს აგრძელებს და ამბობოს , რომ ადამიანები მონები არიან და მანამდეც მათ ემსახურებოდნენ , თუმცა რაღაც პერიოდში მათ თავის დაღწევა შეძლეს (გავიხსენოთ ეგვიპტე , ბევრი მეცნიერი ამტკიცებს , რომ ადამიანი პირამიდების აგებას თავისი ძალებით ვერ შეძლებდა, იქნებ ეს რაიმე კავშირია?)
ისტორიის მოყოლისას ყურადღებას გვამახვილებენ იმაზე , რომ ადამიანს სიცოცხლე ძალიან მოკლეა იმასთან შედარებით , რომ უცხოპლანეტელები რამოდენიმე ათასი წელი ცხოვრობენ და ეს ასე იმიტომაა , რომ ადამიანი თავიდანვე მონა იყო იმ დიდ გალაქტიკაში სადაც უამრავი ცივილიზაციაა.
როგორც ვხედავთ მეოცე საუკუნის ჟურნალისტების და მეცნიერების ვარაუდი გამართლდა და ინდიელებმა მართლაც გადააკეთეს და შეცვალეს ყველაფერი , პირადად მე არც ერთი სიტყვის არ მჯერა, მაგრამ მონაყოლის გარდა მე ვთვლი , რომ ავარიები არ უნდა იყოს თავიდან ბოლომდე გამოგონილი , არავინ არ იცის ეს ხომალდები მართლა ‘’უცხოპლანეტელების’’ იყო თუ ისევ ადამიანის , რადგან როგორ შეიძლება ავარიიდან ნახევარი საათის შემდეგ , ზუსტად იმ ადგილას , სპეციალურად ამ სიტუაციისთვის აღჭურვილი შეიარაღებული რაზმი გამოჩნდეს. თან დააკვრიდით სად მოხდა სამივე ავარია , დაუსახლებელ ადგილებში , იქ სადაც მხოლოდ ინდიელები ცხოვრობენ , ადამიანები რომლებთდაგან ინტერვიუს აღება არც კი მოინდომეს.
შემოგთავაზებთ ვიდეო მასალას , რომელიც ძალიან საინტერესოა :
ეს კი 4 ნაწილიანი ვიდეო
სულ ეს იყო , იმედი მაქვს დაგაინტერესათ :)
და თქვენი აზრები კომენტარებში დააფიქსირეთ ;)